სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბულინგის პრევენციის მიზნით სკოლებში ტრენინგები მიმდინარეობს
27-03-2017
-
+


ბულინგის პრევენციის მიზნით, მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისთვის და პირველად, სკოლის ფსიქოლოგებისა და მშობლებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიზანია, სამიზნე ჯგუფისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდება რა უნდა გაკეთდეს ძალადობის აღმოსაფხვრელად და მისი პრევენციისთვის მოზარდებში.

პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური ცენტრის თანამშრომლებმა კონკრეტული სკოლების დამრიგებლები გადაამზადეს, პარალელურ რეჟიმში ტრენინგების ციკლში სამიზნე ჯგუფის დანარჩენი წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. ისინი მაქსიმალურ ინფორმაციას იღებენ ბულინგის და მისი თავიდან აცილების თემაზე.

ტრენინგები პროექტის "ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევის ამოცნობა და პრევენცია" ფარგლებში ტარდება და მისი ძირითადი თემებია: 

· კომუნიკაციის ფსიქოლოგია

· სასკოლო ასაკის ბავშვისა და მოზარდის ქცევითი და ემოციური პრობლემები და მასზე ეფექტური რეაგირების სტრატეგიები

· ძალადობა ფსიქიკური ჯანმრთელობა, დესტრუქციული ქცევა, აგრესია, თვითდაზიანება, სუიციდ დამოკიდებულება

ტრენინგის მიზანია შესაძლებელი იყოს ძალადობრივი, დესტრუქციული და თვითდესტრუქციული ქცევის ნიშნების ამოცნობა, მათზე დროული და ეფექტური რეაგირება და პრევენცია.​​


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება