სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

ადამიანის ისტორია, რომელსაც ორი უფროსი ვაჟი დაუხოცეს, ხოლო მეუღლე კი გაიტაცეს
23-03-2017
-
+


რომენ გარის ''ევროპული აღზრდა'' - ეს არის წიგნი, რომელიც ოკუპაციის წლების შესახებ გვიყვება. 

პოლონეთი, ოკუპაციის წლები... ექიმმა ტვარდოვსკიმ თავის თოთხმეტი წლის შვილს, იანეკს ტყეში სამალავი მოუწყო. 

ორი უფროსი ვაჟი მას გერმანელებმა დაუხოცეს, მეუღლე კი სხვა ქალებთან ერთად გაიტაცეს და გრაფ პულაცკის სასახლეში გამოკეტეს ჯარისკაცების ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად.

 
ცოლის გამოხსნას შეეწირა ექიმი ტვარდოვსკი, ხოლო იანეკი მცირერიცხოვან პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. 

სწორედ აქ იწყება იანეკის ეგზისტენციალური თავგადასავალი, აღსავსე ხიფათითა და იმედით, რწმენითა და სასოწარკვეთით. 

იგი ცდილობს გაარკვიოს, რა არის ევროპული აღზრდა: დახვრეტა, მონობა, წამება, ძალადობა, განადგურება, გაცამტვერება, თუ თავისუფლება, ადამიანური ღირსება, ძმობა?  
იანეკის აზრით, ყველაფერ იმას, რაც ადამიანს რწმენითა და ცხოვრების გაგრძელების სურვილით აღავსებს, დაცვა, თავშესაფარი და სამალავი სჭირდება.  

ეს თავშესაფარი ხანდახან შეიძლება, სულაც სიმღერა იყოს, ან კიდევ ლექსი, მუსიკა, წიგნი...

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება