TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ უკონკურენტო პროექტია“- ჭიათურამ ჩემპიონატის ფინალისტი გამოავლინა
17-04-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ჭიათურის თეატრში ჩატარდა, სადაც „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის ბიუროს უფროსი ლალი კაპანაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ბიწაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ციცქიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის სულხან მახათაძის ბიუროს უფროსმა ლალი კაპანაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტს, ქვეყნის მასშტაბით, კონკურენტი არ ყავს:

„ეტალონი“ არის მართლაც მამულიშვილური პროექტი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი მოსწავლე- ახალგაზრდობის ინტელექტსა და განათლებას. ეს არის მართლაც უკონკურენტო პროექტი და ძალიან მიხარია, რომ ჭიათურა უკვე წლებია, ასე აქტიურად არის ჩართული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი „ეტალონი მოსწავლე“ ასევე წარმატებით იასპარეზებს ფინალში. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და ასევე წარმატებები ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ პროექტს“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ბიწაძემ მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო პროექტების აუცილებლობას გაუსვა ხაზი:

„უმნიშვნელოვანესია ყველა ის პროექტი, რომელიც მოსწავლე- ახალგაზრდობის განათლებას და მათ მომავალს უკავშირდება. დიდი მადლობა ბატონ გოჩას ამ დღისთვის, ამ არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის, რომელიც მოსწავლეებში, უკვე წლებია არ კარგავს პოპულარობას. მან ძალიან ბევრ ბავშვს, ბევრ ახალგაზრდას მისცა მოტივაცია მეტად განევითარებინა საკუთარი თავი და მიეღო უკეთესი განათლება“.

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ციცქიშვილმა „ეტალონი“ საქართველოს მასშტაბით უპირველეს პროექტად დაასახელა:

„წლების განმავლობაში მაქვს მე ურთიერთობა ამ პროექტთან და მიმაჩნია, რომ ამაზე უკეთესი პროექტი საქართველოში არ არსებობს. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს. განათლება და წიგნი უნდა იყოს უპირველესი. სწორედ ამის პოპულარიზაციას ემსახურებით თქვენ“.

ღვითორის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნანული ჩოჩიშვილმა, რომელიც „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ კლასის დამრიგებელია, საბა კუპატაძე დაახასიათა და ახალგაზრდებისთვის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„საბა არაჩვეულებრივი ბიჭია, სამაგალითო და სასახელო. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩვენს სკოლაში. მერვე კლასიდან დაწყებული ყველა მოსწავლე ძალიან აქტიურად ერთვება ყოველ წელს. ეს არის უდიდესი მოტივაციის წყარო ჩვენი ბავშვებისთვის. მათ აქვთ ძალიან დიდი მოტივაცია და სწრაფვა გამარჯვებისკენ. „ეტალონი“ ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს განივითარონ და გამოავლინონ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები“.

„ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული ღვითორის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ საბა კუპატაძემ მოიპოვა:

„წელს პირველად ვცადე ბედი და სიმართლე გითხრათ, მართლა არ მოველოდი, რომ პირველ ადგილზე მოვხვდებოდი. ყველა მოსწავლეს ვუსურვებ გამარჯვებას და ვურჩევ მათ მიიღონ მონაწილეობა „ეტალონში“ რადგან აქ მოხვედრა, უკვე გამარჯვებაა. დიდი მადლობა ამ პროექტს ამხელა სიხარულისთვის და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა და ჩემი სიხარული გაიზიარა“.


შეჯიბრში გამარჯვებულმა „ჭიათურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება