სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს შორის ჯანსაღ კონკურენციას აყალიბებს“- ისანი-სამგორი ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ემზადება
15-04-2019
-
+


ისანი- სამგორის სკოლებში 11 აპრილს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური  16 მაისს გაიმართება, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე რაიონების მიხედვით ისნის „ეტალონი“ მოსწავლე და  სამგორის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდებიან.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თბილისის N106 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ გულორდავა:

„ჩვენთან ძალიან ორგანიზებულად ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ეტაპმა. გვყავს გამარჯვებული გუნდები და უკვე ველოდებით მეორე ტურს. მინდა აღვნიშნო, რომ მართალია შარშან უფრო მეტი იყო მონაწილეთა რიცხვი, თუმცა წელს ხარისხი უფრო მაღალია. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები წლიდან-წლამდე უკეთესად ემზადებიან ამ ჩემპიონატისთვის და ცდილობენ უკეთესი შედეგები დააფიქსირონ კონკურსზე“.

თბილისის N106 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნაზი სეთურიძე:

„პირველმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა. ბავშვების მხრიდან დაინტერესება ტრადიციულად ძალიან მაღალი იყო წელსაც. აღსანიშნავია, რომ ზღვარი მონაწილეთა უმრავლესობამ გადალახა და მათ შემოხაზეს „თამამი“. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ გვყავს ორი ბავშვი, რომლებმაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 100 ქულა დააგროვეს“.

თბილისის N92 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჩიქოვანი:

„ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ბავშვებმა მაღალი ქულები დააფიქსირეს ჩემპიონატის პირველ ტურში. უმეტესობამ გადალახა ზღვარი და ახლა ელოდებიან როდის ჩატარდება მეორე ტური. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბავშვები თავად იჩენენ ინტერესს ამ პროექტში მონაწილეობაზე. მეცადინეობენ და ცდილობენ მიიღონ კარგი ზოგადი განათლება“.

თბილისის N92 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მარინე ჩიკვილაძე:

„პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა. ქულები სხვადასხვანაირია. ნახევარზე მეტმა გადალახა პირველი ტური. ნაწილს აქვს კიდევ მეორე ტურში მონაწილეობის სურვილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც აძლევს ჩვენს მოსწავლეებს დიდ სტიმულს. ისინი ეცნობიან სხვადასხვა სახის ლიტერატურას და ცდილობენ მიიღონ კარგი ზოგადი განათლება“.

თბილისის N99 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო ძაგნიძე:

„ტრადიციულად მშვიდ გარემოში ჩაიარა ჩვენთან „ეტალონის“ პირველმა ტურმა. ჩვენს ბავშვებს ამ პროექტში მონაწილეობის დიდი სურვილი აქვთ. ეს პროექტი ძალიან კარგია ზოგადი განათლებისთვის და რეალიზებისთვის. ასევე, ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისათვის, რომ ბავშვები დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. ამდენად, ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება ამ პროექტში უკეთესი იქნება“.

თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე:

„ჩვენს სკოლაში ამ პროექტის მიმართ დაინტერესება, როგორც ყოველთვის, ძალიან მაღალი იყო წელსაც. პირველმა ეტაპმა ნორმალურად ჩაიარა და ახლა უკვე ველოდებით მეორე ტურში გადასულთა სიას. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის მიმართ დაინტერესებას უფრო მეტად მერვე, მეცხრე და მეათე კლასის მოსწავლეები გამოთქვამენ“.

თბილისის N131 საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ენუქიძე:

„პირველმა ეტაპმა საკმაოდ კარგად, ხარვეზების გარეშე ჩაიარა. ბავშვები ძალიან არიან დაინტერესებული აღნიშნული კონკურსით, განსაკუთრებით კი მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები. ჩვენთან უკვე ელოდებიან და ემზადებიან „ეტალონის“ შემდეგი ეტაპისთვის“.

თბილისის N131 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზია გოგოლაძე:

„დაინტერესება სკოლის მასშტაბით ნამდვილად ძალიან მაღალია. ვფიქრობ, პირველ ტურში ძალიან კარგი შედეგები დაფიქსირდა. ჩემი აზრით, ეს არის ის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ზრდის მოტივაციას და არის საუკეთესო მოტივატორი ჩვენი ბაშვებისთვის. ისინი ცდილობენ კარგად ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები საკუთარი ცოდნით“.

თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მელიქიძე:

„პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა. ჩვენს სკოლაში ძალიან ბევრი იყო მონაწილეობის მსურველი. სხვათაშორის, თავდაპირველად, როდესაც ვნახე მონაწილეობის მსურველთა სია, გაოცებულიც კი დავრჩი, რადგან აღმოვაჩინე მოსწავლეები, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით სრულებითაც არ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის. ის ყველას აძლევს საკუთარი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენის საშუალებას“.

თბილისის N90 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მაია მამულაიძე:

„ეტალონის“ პირველმა ტურმა ორგანიზებულად და წარმატებით ჩიარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს სკოლაში მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება თავიდანვე ძალიან მაღალი იყო. „ეტალონი“ ძალიან ზრდის მოტივაციას და აყალიბებს ჯანსაღ კონკურენციას მოსწავლეებში. ძალიან მოგვწონს კითხვები, რომელიც ყველა საგნიდან ზოგად ცოდნას მოითხოვს. ეს პროექტი აძლევს ჩვენს მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებისა და თვითშემოწმების საშუალებას“.

თბილისის N117 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მეტონიძე:

„ეს არის პროექტი, რომლითაც მოსწავლეებთან ერთად დაინტერესებული არიან მშობლებიც. პირველმა ეტაპმა ჩვენთან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ბავშვებმა ძალიან კარგი ქულები დააფიქსირეს. დაინტერესება მართლა ძალიან მაღალია, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში მეცადინეობენ და ემზადებიან ჩემპიონატისთვის“.

თბილისის N117 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი: ეკატერინე ბოჭორიშვილი:

„ჩვენი ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ პირველ ტურში და ერთი სული ქონდათ გაეგოთ შედეგები. ეს არის პროექტი, რომელიც გამოირჩევა მისი პოპულარობით ბავშვებში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო პროექტების დეფიციტი, მომავალი თაობისთვის, ნამდვილად არსებობს. ეს არის ადაპტირებული ჩემპიონატი ნებისმიერი მოსწავლისთვის, რომელიც მოითხოვს ზოგად ცოდნას, ანალიზისა და ლოგიკური მსჯელობის უნარს“.

თბილისის N87 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლევან ბუკია:

„პირველმა ეტაპმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. ძალიან დაინტერესდნენ მოსწავლეები თავიდანვე, მეცადინეობდნენ და ახლაც ემზადებიან შემდეგი ეტაპისთვის. ამ პროექტის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას. ის მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის თითოეული მოსწავლისთვის. ყველა ასაკი ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროექტში და ყველა ცდილობს წარმატების მიღწევას“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

მასწავლებელთა გამოცდები გრძელდება - დღეს, ექვსმა აპლიკანტმა დაიგვიანა

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება