სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ინტელექტ-ჩემპიონატის თანაწამყვანია - ყაზბეგი „ეტალონ მოსწავლეს“ ირჩევს
12-04-2019
-
+


„ეტალონი“ ინტელექტ-ჩემპიონატის მორიგ კონკურსს მართავს, დღეს „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ინტელექტ-ჩემპიონატი სიურპრიზით დაიწყო. „ეტალონის“ პროექტის ავტორისა და წამყვანის, თანაწამყვანის როლი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერელიძემ მოირგო, რამაც როგორც მონაწილეებში, ისე დამსწრეებში დადებითი ემოციები გამოიწვია.

ღონისძიებას ესწრებიან მცხეთა-მთიანეთის სახელწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან ალიბეგაშვილი, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე მანანა სეთურიძე, საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ ოდიშვილი, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მაია ხუციშვილი, მერის თანაშემწე ძიძია გომიაშვილი, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო განყოფილების უფროსი ნინო გელაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები  ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ყაზბეგის ეტალონ მოსწავლეს“ ოლიკო გუჯარაიძეს, გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ სიონის საჯარო სკოლას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს „ეტალონისა“ და „პალიტრა L-ის“ ერთობლივი საჩუქარი, წიგნები გადაეცემათ. საჩუქრებს გადასცემთ პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულიც.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება