| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საჩხერის მუნიციპალიტეტის სარეკის სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ 21 წლის ფოტოგრაფ გიორგი კალიაევის, რომელსაც მწვავე სახის ლეიკემია დაუდგინდა.
სარეკის სკოლის მოსწავლეები გიორგის დასახმარებლად საჩხერეში, ხალხის თავშეყრის ადგილებში მართავენ საქველომქედო ღონისძიებებს, მღერიან და ცეკვავენ. პირველი აქციის დროს შეგროვდა 810 ლარი, მეორე აქციის დროს - 473 ლარი და ჩაირიცხა გიორგის ანგარიშზე. ახლა კი გეგმავენ ქალაქ ჭიათურაში წასვლას.
„გიორგი გასულ ზაფხულს მოულოდნელად ცუდად გახდა, რამდენიმე დღე რეანიმაციაში იწვა და სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. დაუდგინდა მწვავე სახის ლეიკემია. სასწრაფოდ დასჭირდა ღეროვანი უჯრედების გადანერგვა საზღვარგარეთ. საზღვარგარეეთ წასვლამდე გაიკეთა არაერთი მაღალდოზირებული ქიმია. საზღვარგარეთ (თურქეთში) ტრანსპლანტაციის წინა პერიოდების ანალიზების კვლევისას აღმოჩნდა რომ მეტასტაზები თავის ტვინზეც გადავიდა.
ოპერაცია გადაიდო და სასწრაფოდ დაინიშნა სამკვირიანი მკურნალობის კურსი მკურნალობის თანხა 30 000$-ს შეადგენს. გიოს მერიამ უკვე დაუფინანსა ტრანსპლანტაციის თანხა 65 000$ და გარდა ამისა, კახი კალაძის გადაწყვეტილებით მისთვის 20 000 ლარიც გამოიყო მერიიდან, თუმცა ეს თანხა არაა საკმარისი..
დღეს გიოს მდგომარება კრიტიკულია. აქვს გაუსაძლისი ტკივილები და არა მარტო გადაადგილება მოძრაობაც კი უჭირს... არცერთი დღის დაგვიანება არ შეიძლება. საჭიროა სასწრაფოდ დაიწყოს მკურნალობა, რომელიც 30 000$ ღირს. ოჯახს უკვე ამოეწურა ყველანაირი სახსრები.... კახა კალაძე გიორგი კალიაევის დახმარების საკითხზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილს ესაუბრა.
ფეისბუქლაივის დასრულების შემდეგ, კახა კალაძე სოციალური სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და გაირკვა, რომ მერია გიორგის 20 000 ლარით დაეხმარება. გიორგი, ჩვენი სკოლის ერთერთი წარმატებული კურსდამთავრებულის ავთო გაფრინდაშვილის მეგობარია. ავთოს და მე-12 კლასის მოსწავლე ნინო გაფრინდაშვლი საჩხერის რაიონის „ეტალონი მოსწავლეა“. სკოლაში სწავლობს ავთოსა და ნინოს უმცროსი ძმა ნიკოლოზი და მათი ინიციატივით, სარეკის სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ გიორგის და საჩხერეში აწყობენ აქციებს“,-ნათქვამია სარეკის მიერ etaloni.ge-სთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი