სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორის უნივერსიტეტმა რუსთაველის სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულებს უმასპინძლა, მათ შორის ქვემო სობისის სკოლის წარმომადგენლებს
10-04-2019
-
+


გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, მიმდინარე წლის 27 მარტს შოთა რუსთაველის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის გამარჯვებულებს უმასპინძლა.

კერძოდ კი  შეხვედრას კონკურსის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ - გამარჯვებული პროექტის „ეკოლოგიური ფაქტორების გავლენა რძის ხარისხზე შიდა ქართლში“ გორის მუნიციპალიტეტის ქვემო სობისის, ბერშუეთის და ატენის საჯარო სკოლების წარმომადგენლები, მათ შორის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

ისინი აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საანგარაშო მოხსენებით (პროექტის ხელმძღვანილი ქვემო სობისის საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი თამარ ბერიძე, მეცნიერ-ხელმძღვანელი გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თინათინ იოსებიძე და ასისტენტი ამავე უნივერსიტეტის მაგისტრანტი ნათია სახელაშვილი).

ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი; რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; განათლების ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ჩოჩიშვილი; გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ნანა ტერმარკოზაშვილი. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგი ზურაბ პაპიაშვილი.

თითოეულმა სიტყვით გამომომსვლელმა აღნიშნა პროექტის არსი - მოსწავლეთა დაინტერესება კვლევებისადმი, ხაზი გაუსვეს უნივერსიტეტისა და სკოლის დაახლოებიის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადეს პროექტის ხელმძღვანელებს.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე სკოლების პედაგოგები  პროექტის მეცნიერ-ხელმძღვანელმა თინათინ იოსებიძემ ისაუბრა პროექტის დადებით მხარეებზე, მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობაზე ცდებში და ექსპერიმენტებში. ხაზი გაუსვა საკვლევი თემის აქტუალობას და პრაქტიკულ მხარეს, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებში და სხვა. მან მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის.

პროექტის ხელმძღვანელმა თამარ ბერიძემ წარადგინა პროექტის პრეზენტაცია (ექვს თვეში გაწეული მუშაობის შესახებ) მოსწავლეებთან ერთად. პროექტის გამარჯვებულ მონაწილეებს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ აღუთქვა შემდგომი თანადგომა და გადასცა სიგელები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება