სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონელმა“ სანდრო ზაქარიაშვილმა ერთი დღით სახელმწიფო რწმუნებულის ადგილი დაიკავა
27-03-2019
-
+


სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციას თითო დღით დუშეთის მუნიციპალიტეტის სამი საუკეთესო მოსწავლე მოირგებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარებული „ეტალონის“ ინტელექტ- ჩემპიონატი განსაკუთრებული ფინალით გამოირჩეოდა. ღონისძიებაზე, რომელშიც მუნიციპალიტეტის საუკეთესო მოსწავლეები „დუშეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ საინტერესო იდეა გააჟღერა. 

სახელმწიფო რწმუნებულის, შალვა კერესელიძის ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასული მოსწავლე ერთი დღით სახელმწიფო რწმუნებულის ადგილს დაიკავებს და წინსვლის ახალგაზრდულ გეგმებს დასახავს. მან, ჩემპიონატის დასასრულს, Etaloni.ge -სთან გაჟღერებულ იდესა და „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, განსაკუთრებით ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, რომლის ძირითად ნაწილს მაღალმთიანი რეგიონი წარმოადგენს და პრაქტიკულად ამ ბავშვებს არ აქვთ ის კომფორტი, რაც შეიძლება მათ თანატოლებს ჰქონდეთ საქართველოს სხვა რეგიონებსა და დედაქალაქში. ჩემპიონატის პირველ სამ მონაწილეს მათ მიერ არჩეულ დღეს საშუალება ექნება დაიკავოს სახელმწიფო რწმუნებულის ადგილი, გაეცნოს სამუშაო პირობებს, გაგვაცნოს მისი ახალგაზრდული იდეები და მიიღოს მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში. ვფიქრობ, ეს მათთვის იქნება ძალიან საინტერესო. მინდა ამ ხერხით ჩვენმა წარმატებულმა მოსწავლეებმა წინასწარ ნახონ საკუთარი მომავალი. რადგან სწორედ ისინი არიან მომავალი მერები, სახელმწიფო რწმუნებულები, პრეზიდენტებიც და ა.შ.“

მიმდინარე წლის 27 მარტს, მეორე ადგილის მფლობელმა, სანდრო ზაქარიაშვილმა, რომელიც დუშეთის N1 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეა, ერთი დღით სახელმწიფო რწმუნებულის ადგილი დაიკავა. 

დუშეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორის ლალი ებიტაშვილის თქმით, სახელწიფო რწმუნებულის შალვა კერესელიძის ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი:

„სახელწიფო რწმუნებული ბატონი შალვა კერესელიძე საშუალებას აძლევს განათლებულ, მიზანდასახულ და ჯანსაღად ამბიციურ ახალგაზრდებს პირადად გაეცნონ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, შეხვდნენ მუნიციპალიტეტების პირველ პირებს თუ რიგით თანამშრომლებს, გაეცნონ როგორ იმართება რეგიონი და რა ბერკეტები გააჩნია სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება