სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყველაზე ემოციური ინტელექტ- ჩემპიონატი ვანში - მუნიციპალიტეტის ორი სკოლა, რომელიც „ეტალონ მოსწავლის“ სიხარულს თანაბრად იზიარებს
22-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ვანის კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც "ვანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და მეორე მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე, რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ჩემპიონატის მსვლელობისას მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ სატელეფონო ჩართვით მონაწილეები გაამხნევა და „ეტალონს“ საგანმანათლებლო ინოვაციების დამკვიდრების გზაზე წარმატებები უსურვა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ვანის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ინტელექტ- ჩემპიონატი ემოციურად შეაფასა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ მომავალი თაობის კეთილდღეობას ემსახურება:

„შთაბეჭდილებებით ვარ სავსე და სამწუხაროა, რომ ამ დრომდე მეტად არ ვიყავი ჩართული. წარმატებებს ვუსურვებ ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელიც ჩვენი ახალგაზრდობის კეთილდღეობას ემსახურება. მიხარია, რომ არა მხოლოდ ჩვენს მუნიციპალიტეტში, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით ამ პროექტის მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია და ჩვენი მომავალი თაობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს წიგნიერებას და განათლებას“.

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მეორე მოადგილემ, გოჩა ჭუბაბრიამ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ზრუნავს მომავალი თაობის განათლებაზე:

„საქართველოს მომავალი არის განათლება. განათლების გარეშე, ჩვენს ქვეყანას, პრაქტიკულად, მომავალი არ აქვს და „ეტალონი“ არის ჩვენი მომავალი თაობისთვის დიდი მოტივაცია, მიიღონ კარგი განათლება. ეს პროექტი ნამდვილად ზრუნავს რომ ახალგაზრდობა იყოს წარმატებული მისი განათლებით. განათლებული და წარმატებული თაობა კი ჩვენი ქვეყნის მომავალია“.

მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ირმა ცხვარაძემ „ეტალონს“ მომავალი თაობისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:

„ეს არის ის აუცილებელი პროექტი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე მაინც უნდა ტარდებოდეს. ეს არის ძალიან ემოციური და ძალიან მამოტივირებელი ჩვენი მოსწავლეებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს და გისურვოთ დიდი წარმატებები ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებაში“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ივანე კორძაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

„ვფიქრობ, ნამდვილი ემოცია სწორედ მთელი გულით და სულით განხორციელებული საქმიდან მოდის. მოსწავლეები მართლა გულს და სულს დებენ ამ საქმეში. ამის გარეშე კი არაფერი გამოვა. „ეტალონი“ მართლა ეროვნული კონკურსია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია. ეს არის პროექტი, რომლის დახმარებითაც მოსწავლე ახერხებს კონცენტრირებას ყველა თემაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქო- ემოციური მომენტი. სწორედ ამ ჭიდილში ამ ემოციებით ყალიბდება ადამიანი და ის ცნობიერება რომელიც ასე ქართულია და ასე საბრძოლოა და დიდი მადლობა ამისთვის  ბატონ გოჩას, „ეტალონს“ და მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

„ვანის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენა განსაკუთრებით გაუხარდა ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორს თეონა ადეიშვილს. მისი თქმით, ნატა ძაგნიძეს ვანის N2 საჯარო სკოლის დატოვება ზუსტად 2 დღის უკან მოუწია:

„ნატალია ძალიან მაგარი გოგოა, რომელიც თავის სათქმელს ყოველთვის, ყველგან იტყვის. ერთდროულად ვარ გახარებულიც და გაბრაზებულიც. მან ზუსტად ორი დღის წინ დატოვა ჩვენი სკოლა და სხვა სკოლაში გადავიდა. ამდენად, ვთვლი, რომ მისი დღევანდელი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაც არის. დარწმუნებული ვარ, ნატა ფინალშიც დიდი წარმატებით იასპარეზებს. ის ჩვენი განსაკუთრებული მოსწავლე იყო ყოველთვის და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის წარმატებული იქნება“.

"ვანის ეტალონი მოსწავლის" ტიტული სალხინოს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლემ ნატა ძაგნიძემ მოიპოვა:

„პირველ რიგში მადლობა ეკუთვნის ვანის N2 საჯარო სკოლას, რომელმაც ძალიან ბევრი მასწავლა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონატამდე დიდი შემართებით ვემზადებოდი ჩემი მასწავლებლების დახმარებით, რომლებსაც ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.მინდა მადლობა ვუთხრა „ეტალონს“. ეს არის დაუვიწყარი დღეს ჩემს ცხოვრებაში. ფინალისთვის აუცილებლად განსაკუთრებულად მოვემზადები“.

დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება