სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა დღის ცენტრში იმყოფებოდნენ
22-03-2019
-
+


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „სმართ კლუბი“ წევრები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრში - „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ იმყოფებოდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ბავშვებს სახალისო გასართობი აქტივობები წარუდგინეს, ერთად იმღერეს, იცეკვეს, ფორმატები მოხატეს და ერთობლივად გააფერადეს ფიგურები, პაზლი ააწყვეს და ბოულინგი ითამაშეს. 

„კლუბის და სკოლის სახელით მათ საჩუქრები: საკანცელარიო რესურსები, მათთვის გამოსაყენებელი სპეციალური ტიპის სათამაშოები, პაზლები, სამაგიდე 3D წიგნები ხილი და ტკბილეული გადავეცით. დღე იყო საოცრად თბილი და პოზიტიური. მადლობა ამ პროექტის განხორციელებისათვის არასამთვრობო ორგანიზაცია-ფონდს „თბილისის მოზარდთა სახლს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, სკოლის დირექციას, პედაგოგებს კლუბის ხელმძღვანელს, ლიდერსა და კლუბის მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება