| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ვანის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ვანის კულტურის სახლში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და მეორე მოადგილე გოჩა ჭუბაბრია, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე, რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ვანის ეტალონ მოსწავლეს“, ჯონი დიასამიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მოციქულთასწორის ნინო ქართველგანმანათლებლის სახელობის ვანის მართმადიდებლურ გიმნაზიას - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.
ჩემპიონატის მსვლელობისას მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ჭიჭინაძემ სატელეფონო ჩართვით მონაწილეები გაამხნევა და „ეტალონს“ საგანმანათლებლო ინოვაციების დამკვიდრების გზაზე წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა