სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მომავლის განმანათლებელია“ - ჩხოროწყუ წარმატებული პირველი ტურის შემდეგ ჩემპიონატს აფასებს
22-03-2019
-
+


ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 20 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 4 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია:

„მოსწავლეებს ძალიან უყვართ „ეტალონში“ მონაწილეობა. ჩემპიონატი კონკურენტუნარიან გარემოში ცოდნის გამოვლენის, საკუთარი თავის გამოცდისა და შეფასების საშუალებას იძლევა. მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციას მნიშვნელოვნად ზრდის „ეტალონის“ სიგელები და დაჯილდოვების ფორმატი. წარმატებული პირველი ტურის შემდეგ მეტ წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ბავშვებსა და ჩემპიონატს.“

ლეწურწუმეს საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ძაძამია:

მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა ყოველთვის დიდი მონდომებითა და აქტივობით ვიღებთ ჩემპიონატში მონაწილეობას. „ეტალონთან“ ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონატი მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას სწავლისა და წინსვლის მიმართ და ჩვენც ვგულშემატკივრობთ ამ საქმეს.“

ლეწურწუმეს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი გიორგი ესართია:

„მოსწავლეები დიდი მოტივაციით ჩაერთნენ „ეტალონში“. ტესტირებამ მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. ახლა შედეგებს ველოდებით და იმედი გვაქვს, რომ მეორე ეტაპზეც წარმატებით ვიასპარეზებთ.“

ახუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ ჯალაღონია:

„ტესტირების პირველი ეტაპი მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩეოდა. მშვიდ და თანაბარ გარემოში ახალგაზრდებმა საკუთარი ცოდნა, შესაძლებლობები გამოსცადეს და მეორე ტურისთვის უკეთესად მოემზადებიან. წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩვენს მოსწავლეებს.“

ახუთის N2 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი თამუნა შენგელია:

ეტალონთან“ ერთად მოსწავლეები კრიტიკულ აზროვნებას სწავლობენ და მცირე დროში ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარს ივითარებენ. მათ მოსწონთ ჩემპიონატის შემეცნებითი და მამოტივირებელი მიდგომები, ყოველწლიურად გამორჩეულად ელიან „ეტალონის“ სტუმრობას და წარმატების იმედი აქვთ.“

 ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ქეთო აფხაზავა:

„მაღალი მოტივაციითა და აქტივობით ერთვებიან ჩვენი ბავშვები ტესტირებაში. მათ მოსწონთ მრავალმხრივი და სააზროვნო საკითხები. ვისურვებდით, რომ „ეტალონი“ უფრო ხშირად ტარდებოდეს, რადგან მოსწავლეებს დიდი მოლოდინი აქვთ ჩემპიონატის მიმართ, იძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას და მუდმივად ცდილობენ, გააუმჯობესონ საკუთარი შედეგები.“

ქვედა ჩხოროწყუს საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ ბარამია:

ეტალონისადმი“ მოსწავლეთა ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ბავშვები მოუთმენლად ელიან ჩემპიონატს და კონკურენტუნარიან გარემოში საკუთარი ცოდნის გამოვლენა-წახალისებას. ტესტირების პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებს მეორე ტურში.“

ქვედა ჩხოროწყუს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიკო ყალიჩავა

„ეტალონი“ მომავლის განმანათლებელია. შემეცნებითი და სააზროვნო კითხვებით მოსწავლეებს მრავალმხრივ აზროვნებას უვითარებს და დიდ გამოცდილებას აძლევს მომავალი წარმატებისთვის. პირველი ეტაპის შემდეგ, მოუთმენლად ველით „ჩემპიონატის“ სტუმრობას.“

ნაკიანის საჯარო სკოლის დირექტორი და ეტალონის“ პედაგოგი ზურაბ ქარჩავა:

„მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელიან „ეტალონში“ მონაწილეობას. ჩემპიონატი მათთვის შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებისა და წინსვლის მნიშვნელოვანი მოტივატორია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობასა და ეროვნულ პროექტს.“

ხაბუმეს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა შენგელია:

„ლოგიკური აზროვნებისა და მრავალმხრივი უნარების გასავითარებლად „ეტალონი“ საუკეთესო პროექტია. ჩემპიონატში ჩვენი მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან და აქვთ მოტივაცია, რომ უკეთ ისწავლონ წარმატების მისაღწევად. პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ახლა მეორე ტურისთვის ვემზადებით.“

ხაბუმეს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მზევინარ სიჭინავა:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მოსწავლეებს სააზროვნოდ კარგი გარემო ჰქონდათ შექმნილი, მათ საკუთარი თავის გამოცდისა და უნარების საჭირო კუთხით განვითარების საშუალება მიეცათ. მივესალმებით „ეტალონის“ შემეცნებით-მამოტივირებელ მიდგომებს და წარმატების იმედი გვაქვს.“

ხაბუმეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი მირანდა წურწუმია:

„ჩხოროწყუს ეტალონში“ წინა წელს ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა. მას შემდეგ გაიზარდა ბავშვების მოტივაცია და პროექტში ჩართულობა. ჩემპიონატი მოსწავლეებს მრავალმხრივ უნარს უვითარებს, ლოგიკურ აზროვნებას ასწავლის და მომავალი წარმატებებისთვის დიდ გამოცდილებას აძლევს.“

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები

რესურსცენტრში განაცხადი კონკრეტულ ვადებში უნდა წარადგინოთ - შაბლონი და დეტალური ინფორმაცია

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა 2026 წლის 1 იანვრიდან დაიწყება

გამოვლინდა არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია და წყალმომარაგების პრობლემა...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ამ ექსპერიმენტის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნება და პირველწყაროს გადამოწმება თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

ოლიმპიადა izrune.ge-ს ტექნოლოგიური პლატფორმის გამოყენებით გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება