სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს“ - ხობი ჩემპიონატის მეორე ტურისთვის ემზადება
20-03-2019
-
+


ხობის მუნიციპალიტეტში 19 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 3 აპრილს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

მერიის წარმომადგენელი ელისო კვიკვინია:

„ეტალონს“ ძალიან დადებითად ვაფასებ. ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს უკეთ ისწავლონ. მინდა აღვნიშნო, რომ ახალგაზრდები ყოველთვის დიდი ინტერესით ერთვებიან ჩემპიონატში და ჩვენც ყველანაირად ვუწყობთ მათ ხელს“.

პატარა ფოთის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა ბართია:

„ტესტირების პროცესმა ძალიან კარგად, მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა. ჩვენ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, თუმცა, ამის მიუხედავად 24 მოსწავლე მაინც ჩაერთო ჩემპიონატში. მოსწავლეებს მოტივაცია იმანაც მისცა, რომ წინა წელს ჩვენი სკოლა გახდა გამარჯვებული. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებმა ძალიან მოინდომეს და დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში“.

პატარა ფოთის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მანონი ბიბლაია:

„მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მაღალი იყო, რაც განაპირობა იმან, რომ წინა წელს ჩვენი სკოლა იყო გამარჯვებული. თვითონ ტესტირების პროცესმა მშვიდად და წყნარად ჩაიარა, მოსწავლეებმა აირჩიეს შესაბამისი პუნქტები და მიზანმიმართულად იმუშავეს“.

ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია ქაჯაია:

„ეტალონის“ პირველი ეტაპის ტესტირებაში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობა ჩაერთო. უფრო მეტიც, მე-12 კლასის მოსწავლეებმაც კი გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი. თვითონ პროცესმა კარგად, უმაღლეს დონეზე, მშვიდ და წყნარ ვითარებაში ჩაიარა“.

ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მალხაზ ჩაკვატაძე:

„ტესტირებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ მერვე კლასის მოსწავლეები, რომლებმაც წელს პირველად მიიღეს ჩემპიონატში მონაწილეობა. მათთვის ეს პირველი მცდელობა იყო და შემდეგ წელს უფრო მომზადებულები და მოტივირებულები იქნებიან. მეორე ტურისთვისაც მზადებას შევუდექით და მოუთმენლად ველოდებით ღონისძიებას“.

 პირველი მაისის საჯარო სკოლის დირექტორი კობა კვიკვინია:

„ტესტირებაში დაახლოებით 40-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათი აქტიურობა და ჩართულობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და მაღალი იყო. ტესტირების პროცესმა მშვიდ და წყნარ გარემოში ჩაიარა, ყოველგვარი პრობლემებისა და ექსესების გარეშე“.

პირველი მაისის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო ბუკია:

„ეტალონი“ მართლაც რომ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩვენს სკოლაში ტესტირებამ შეფერხების გარეშე ჩაიარა, მოსწავლეები მაღალი ინტენსივობით ჩაერთნენ ჩემპიონატში და მოუთმენლად ელოდებიან შედეგებს“.

საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ემა კვიკვინია:

„პირველ ტურში სულ 35 მოსწავლე ჩაერთო და შესაბამისად, დასწრება და აქტიურობა შეძლებისდაგვარად მაქსიმალური იყო. მოსწავლეები იყვნენ ძალიან მოტივირებულები და ტესტირებისთვის აქტიურად ემზადებოდნენ. შედეგების მიხედვითაც, საკმაოდ მაღალი რეზულტატი დადეს მოსწავლეებმა, თუმცა მათთვის ქულები ჯერ არაა ცნობილი“.

ჭალადიდის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ქარციძე:

„ტესტირებაში მოსწავლეების ძალიან დიდი რაოდენობა ჩაერთო. ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, თუმცა მე მერვე კლასს ვასწავლი და 25 მოსწავლიდან 12 მოსწავლე ჩაერთო ჩემპიონატში. ტესტირების პროცესმა გამართულ და წყნარ გარემოში ჩაიარა, თავად მოსწავლეებიც და პედაგოგიც ტესტირებით ძალიან კმაყოფილები არიან. მოსწავლეებმა აღნიშნეს ისიც, რომ ტესტები ძალიან კარგად იყო შედგენილი. მადლობა „ეტალონს“ ასეთი კარგი პროექტისთვის, რომელიც მოსწავლეს აძლევს საშუალებას ცოდნა გამოავლინოს“.

 საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა გოგოლაძე:

„ტესტირების პროცესმა მშვენივრად ჩაიარა. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მოსწავლეები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ჩაერთნენ ჩემპიონატში. განსაკუთრებით აქტიურობდა izrune.ge-ში ჩართული მოსწავლე, რომელმაც აღნიშნა, რომ სხვებთან შედარებით მას გაცილებით გაუმარტივდა კითხვებზე პასუხის გაცემა“.

საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი სულიკო ტაბატაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს და არა მხოლოდ მათ, აძლევს ძალიან დიდ ცოდნას და გამოცდილებას. ტესტირებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და ახლა მეორე ტურს ელოდებიან. თავად პროცესმა წყნარ და მშვიდ გარემოში ჩაიარა“.

საგვიჩიოს საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირმა მეგრელიშვილი:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლას ბევრი მოსწავლე არ ჰყავს, მათი უმეტესი ნაწილი მაინც ჩაერთო ჩემპიონატში. ტესტირების პირველ ეტაპს თავად ვაკვირდებოდი და ყოველგვარი ექსესების გარეშე ჩაიარა. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ტესტირებით და კითხვებით და მომდევნო ტურს მოუთმენლად ელიან“.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

რომელი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება 1-ელ ივლისს - სია 

მასწავლებელთა სტატუსების ამაღლება 2026 წლამდე შეჩერებულია - მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

იქნება ინტენსიური ხასიათის ნაბიჯები გადადგმული იმისთვის რომ რეფორმები დაჩქარდეს

განათლების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

„მხიარული მომენტია როცა ყველა ცდილობს ჩანთებიდან თავიანთი „ძვირფასი ნივთების“ მაგიდაზე დალაგებას“

სკოლები

„იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“

„სკოლა ამაყობს თავისი მოსწავლეების წარმატებებით და უსურვებს მათ წინსვლას ცხოვრების ახალ ეტაპზე“

საინტერესო

თუ ძებნას ივლისში ან აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებთ, არჩევანი უფრო ფართო იქნება

პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

სიახლეები
საზოგადოება