სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეს დაიწყება
20-03-2019
-
+


სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ბავშვთა 50-ლარიანი დახმარების გაცემა დღეიდან დაიწყება.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა დღეს, საღამოს საათებში დაიწყება და ეტაპობრივად ყველა მომხმარებლის ანგარიშზე აისახება.

„100 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 50 ლარის ოდენობის შემწეობას. რიგ მუნიციპალიტეტებში 50 ლარის ოდენობის საარსებო შემწეობა გაიცემა ფულის სახით, ანუ თანხა ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე და შესაძლებელი იქნება სრულად განაღდება. მუნიციპალიტეტების ნაწილში კი, 16 წლამდე ასაკის წევრისთვის განკუთვნილი 50-ლარიანი შემწეობიდან, 20 ლარი ჩაირიცხება ოჯახის საბანკო ბარათზე (თანხის განაღდების უფლებით), ხოლო დარჩენილი 30 ლარი „ბავშვის კვების ბარათზე" (ბარათიდან თანხის განაღდების უფლების გარეშე).

„ბავშვის კვების ბარათით" შესაძლებელია მხოლოდ სურსათის შეძენა და დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელისა და თამბაქოს ყიდვა. „ბავშვის კვების ბარათს" (ისევე როგორც ოჯახის საბანკო ბარათს) გასცემს სს - „ლიბერთი ბანკი" ოჯახის იმ სრულწლოვან პირზე, რომელიც განსაზღვრულია საარსებო შემწეობის თანხის მიმღებად.„ბავშვის კვების ბარათით" სარგებლობა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებულ სავაჭრო ობიექტებში. საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია, სადაც შესაძლებელია „ბავშვის კვების ბარათის" გამოყენება", - აცხადებენ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება