სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

წარმატებული მომავლის „ეტალონური“ თილისმა - თეთრიწყარო ჩემპიონატს მასპინძლობს
19-03-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას რწმუნებულის მოადგილე ლევან ჟვანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, მერის მოადგილე მალხაზ სამაშვილი, მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, რესურსცენტრის უფროსი მაია ბეგიაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან. 

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის თეთრიწყაროს ეტალონ მოსწავლეს“, ნინო ახუაშვილს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ კოდის საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

პირველ სამადგილოსან მონაწილეს მუნიციპალიტეტის მერიისგან ენციკლოპედიები გადაეცათ, საუკეთესო 9 მოსწავლეს კი ზაფხულში სასურველ ადგილას საინტერესო ექსკურსია ელის.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „თეთრიწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება