| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპის ღონისძიება დუშეთში 20 მარტს, დუშეთის N1 საჯარო სკოლაში გაიმართება, მონაწილეები და გულშემატკივრები 14:30 საათზე უნდა მობრძანდნენ.
2018-2019 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დუშეთის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება.
ღონისძიების მონაწილეები I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45, მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ასევე:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება
საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ღონისძიებას ორგანიზება გაუწიეს მასწავლებლებმა - ნონა ურუშაძემ და თეა შათირიშვილმა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა