სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი სასწავლებლები კუთვნილ 182 ავტომობილს სავარაუდოდ არ იყენებენ - აუდიტის სამსახურის დასკვნა
15-03-2019
-
+


„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე დარიცხულ 182 ერთეულ ავტომობილზე საწვავის ხარჯი არ ფიქსირდება. სავარაუდოდ, აღნიშნულ პერიოდში ეს ავტომობილები არ გამოყენებულა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდტიტის სამსახურის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2015-2017 წლების აქტივების მართვის შესაბამისობა შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით,  81 ერთეული 1,934,191 ლარის ღირებულების ფიზიკურად ამორტიზებული, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი შენობა-ნაგებობები, რომლებიც აღდგენას და კაპიტალურ რემონტს არ ექვემდებარება და ქონება, რომელსაც ნივთობრივ-მატერიალური ფორმა აღარ გააჩნიათ შესამოწმებელ პერიოდში.

„აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ 133 ერთეული ავტომობილის შეკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნევა, 15 ერთეული მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი არსებობა არ დასტურდება. მოცემული დანაკლისების მიხედვით, მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებზე. 

დასკვნა  - ფიზიკურად ამორტიზებულ, ადმინისტრაციული და საოპერაცო მიზნებისათვის გამოუყენებელ ქონებას არ მოაქვს ეკონომიკური სარგებელი და შედეგად, სახელმწიფო ქონება არაეფექტიანად იქნა გამოყენებული. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევებში იზრდება არამწარმოებლური ზედნადები ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია მათ დაცულობასა და მოვლა-პატრონობასთან. მესამე პირების მიერ დაკავებული ფართები არ არის ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში და მათ მიერ ფართების არამართლზომიერ მფლობელობაში არსებობა აფერხებს ქონების ეფექტიანად გამოყენების და შემდგომი განკარგვის შესაძლებლობას“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტმა რეკომენდაციაც გასცა, რომლის მიხედვითაც, აქტივების სტრუქტურის გაუმჯობესების და არამწარმოებლური ზედნადები ხარჯების შემცირების მიზნით, ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე განხორციელდეს ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ბალანსიდან ჩამოწერა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება