სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლები თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა“ - მანანა რატიანი
14-03-2019
-
+


„მასწავლებლები ხშირად თავმდაბლობით გამოირჩევიან, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი თავის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენა“, - აღნიშნულის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, მანანა რატიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოზე“ პედაგოგის ნომინირება სხვასაც შეუძლია, ამისთვის მხოლოდ მისი პირადი ფოსტის ცოდნაა საჭირო.

„საჭიროა, ვინმემ უბიძგოს, წაახალისოს. თქვენ თუ ღირსეული კანდიდატი გეგულებათ თქვენს ირგვლივ, მარტივად შეგიძლიათ ნომინირება. ამისთვის მხოლოდ მისი პირადი ფოსტის ცოდნაა საკმარისი. მიუვა შეტყობინება, რომ შეავსოს ანკეტა. გაითვალისწინეთ, ნომინირებისთვის დარჩა მხოლოდ 16 დღე“, - წერს მანანა რატიანი.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსისთვის პედაგოგთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 1-ელ მარტს დაიწყო.  რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კონკურსანტთა შერჩევის სამ-ეტაპიან პროცესს 18 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურიში შედიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, გახდება „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ მფლობელი. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, გადაეცემა 10 000 ლარი. გამარჯვებულ მასწავლებელს დიდ ბრიტანეთში პროფესიული განვითარების 2-კვირიან პროგრამას ბაქსვუდის სკოლა დაუფინანსებს. გიმნაზია „შავნაბადა“ კი სპეციალურ პრიზს საუკეთესო ხუთეულიდან ერთ-ერთ მასწავლებელს გადასცემს.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითაც საფუძველი დაედო მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ყველაზე მასშტაბურ კამპანიას. მაშინ კონკურსის გამარჯვებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალში, მსოფლიოს 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება