სიახლეები
ეტალონი

„წარმატებული ქვეყნის საწინდარი განათლებული თაობაა“- ასპინძა და მისი „ეტალონი მოსწავლე“ ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება
13-03-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, ასპინძის საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც "ასპინძის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ოთარ ცინაძე, რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიისგან ჩემპიონატის წამყვანსა და გამარჯვებულს საჩუქრად წიგნი- „მესხეთი ქართულ პოეზიაში" გადაეცათ. ასევე პირველი ცხრა ადგილის მფლობელი მოსწავლე მერიისგან საჩუქრად მიიღებს სასურველ ადგილას ორდღიან ექსკურსიას.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და სრული გვერდში დგომა გამოუცხადა პროექტს: 

„ეტალონი“ ნამდვილად მისაბაძი პროექტია, რომელმაც ჩვენს მუნიციპალიტეტში უკვე ტრადიციული სახე მიიღო. აღსანიშნავია ჩვენი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება არის ძალიან მაღალი. რადგან ყველას კარგად ესმის რამდენად დიდია ამ პროექტის როლი. ის მნიშვნელოვნად ზრდის მოტივაციას, ავითარებს ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობებს და აძლევს მათ საშუალებას საკუთარი განათლებით მიაღწიონ წარმატებას. მინდა მივულოცო თითოეულ მონაწილეს დღევანდელი დღე და განსაკუთრებით იმ ცხრა მოსწავლეს, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასებები აიღეს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის გვერდში უდგას საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებს და ვცდილობთ ჩვენი მხარდაჭერით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი მოსწავლეების უკეთესი მომავლის აშენებაში. ამიტომ, ბავშვების წახალისების მიზნით, ეს საუკეთესო ცხრა მოსწავლე დაჯილდოვდება ორდღიანი ექსკურსიით, მათთვის სასურველ ადგილას. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონს გოჩას და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდა ამ პროექტის არსებობისათვის. თქვენ ძალიან დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებთ“. 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა მელიქიძემ ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის:

„ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი პროექტია. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ გოჩას და ყველა იმ მონაწილეს, ვინც დღეს ამ დარბაზში გამარჯვებისთვის იბრძოდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგან ძალინ დიდი მომავალი ელოდება წინ. რადგან მათ აქვთ სურვილი სწორედ განათლებით მიაღწიონ წარმატებებს. ამდენად, ვიტყოდი, რომ „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ერისთვის, ბერისთვის, ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ამ დღისთვის“.

მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსმა, ოთარ ცინაძემ გამარჯვებულ მოსწავლეს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოსწავლეებში, „ეტალონის“ საშუალებით, წიგნის მიმართ ინტერესი იზრდება: 

„ეს იყო ნამდვილად ძალიან კარგი ღონისძიება. აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით გაიზარდა, როგორც მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა, ასევე ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგები. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო „ასპინძის ეტალონ მოსწავლეს“ და ვუსურვო მას წარმატება ჩემპიონატის ფინალზეც. ძალიან მიხარია, რომ ეს არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველ ჯერზე ნათლად აჩვენებს, რომ მთავარი არის ცოდნა და წიგნი. რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, ბატონ გოჩას და „ეტალონის“ მთლიან შემოქმედებით გუნდს“.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ტრისტან მურადაშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ პროექტის მიმართ დაინტერესება, ძალიან მაღალია:

„დღევანდელმა ღონისძიებამ ძალიან ემოციურად და წარმატებით ჩაიარა. გამოვლინდა გამარჯვებული- გამარჯვებულთა შორის, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს საქართველოს მასშტაბით წარადგენს. „ეტალონი“ არის პროექტი, რომელიც ორიენტირებულია სწავლაზე და ცოდნაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წარმატებული ქვეყნის საწინდარი, სწორედ განათლებული თაობაა. ამდენად, „ეტალონი“ ჩვენთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების უმეტესობა ჩართულია ამ პროექტში და ბავშვები წლიდან წლამდე ელოდებიან მის სტუმრობას მუნიციპალიტეტში. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს საპრიზო ადგილების უმეტესობა მერვე კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ უფროსკლასელებში, არამედ დაბალი კლასის მოსწავლეებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს „ეტალონი“ და უკეთესი და უკეთესი თაობა მოდის, რომლებიც, მჯერა,  სასიკეთოდ წაიყვანენ ჩვენი ქვეყნის მომავალს“.

"ასპინძის ეტალონი მოსწავლის" ტიტული ხიზაბავრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ ირაკლი მაზმიშვილმა მოიპოვა:

„პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, ასეთი შესანიშნავი შანსისთვის. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩემს სკოლას, თითოეულ პედაგოგს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩემს განათლებაზე და დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ყოველთვის მაძლევს სტიმულს. მინდა აქ მყოფ ყველა მოსწავლეს მივმართო და ვუთხრა, რომ მთავარია შემართება და ნებისყოფა. მთავარია გქონდეთ მიზანი, იბრძოდეთ და გჯეროდეთ, რომ ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ“.

ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორმა აკაკი ადეიშვილმა გამარჯვებულს მოსწავლეს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ხიზაბავრის საჯარო სკოლა ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობს „ეტალონთან“ და მოსწავლეებში ის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს:

„სასიხარულო და ემოციურია დღევანდელი დღე. მე მინდა მივულოცო ირაკლის და ვთქვა ისიც, რომ მე ნამდვილად მჯეროდა მისი გამარჯვების. ჩვენი სკოლის მოსწავლეების 80% ჩართულია ამ პროექტში და ისინი განსაკუთრებული ინტერესით და სიყვარულით არიან განწყობილი „ეტალონის“ მიმართ. არც მიკვირს, როგორ შეიძლება დიდი პოპულარობით არ სარგებლობდეს ამხელა მნიშვნელობის პროექტი?!“.

შეჯიბრში გამარჯვებულმა „ასპინძის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება