TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ხელფასები არა მხოლოდ სკოლების, არამედ ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულების პედაგოგს გაეზრდება“
08-03-2019
-
+


„მნიშვნელოვანია პედაგოგის პროფესია იყოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული“ - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, იქნება ეს ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თუ უნივერსიტეტი, ასევე მეცნიერთა ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული.

„სხვა პრიორიტეტები, რომელიც ჩვენს ხედვას შეეხება ითვალისწინებს იმას, რომ განათლების ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა რეგიონში აშენდება და მოხდება მასშტაბური რეაბილიტაცია ყველა სკოლისა და ბაღის. ყველა სასწავლო დაწესებულების პედაგოგის, ეს იქნება ბაღი, სკოლა, პროფესიული სასწავლებელი, თუ უნივერსიტეტი. ასევე, მეცნიერთა ანაზღაურება იქნება გაზრდილი და ღირსეული. რა თქმა უნდა, ჩემთვის, პირადად მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. ამასთან ერთად, დაინერგება უახლოესი სასწავლო მეთოდები და ბუნებრივია, მოხდება პედაგოგების გადამზადება. როგორც მოგახსენეთ, მოხდება ახალი სკოლების მშენებლობა არსებული სკოლებისა და სხვა ფიზიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია“, - განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, მთავრობამ კონკრეტული შეთანხმებები გააფორმა ყველა იმ წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან, რომელიც განათლების სექტორზე მუშაობს.

„ჩვენ, შესაბამისად შევცვლით, მათ შორის, იმ პროგრამებსა და მიდგომებს, რომელიც გვაქვს დღეს სისტემაში. ჩვენ, დავნერგავთ, ევროპულ სტანდარტებსა და ევროპულ კრიტერიუმებს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გაცემული დიპლომები, სერტიფიკატები, მათ შორის, პროფესიული სასწავლებლის, აღიარებული იქნება ევროკავშირში, რაც ყველა ახალგაზრდას, რომელიც გაივლის და მიიღებს განათლებას საქართველოში საშუალებას მისცემს, ამავე დროს დასაქმდეს მსოფლიოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება