სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი, სამასწავლებლო

„ასეთი პროექტებით მოსწავლეების ბედნიერი მომავალი უფრო ხელშესახები ხდება“ - ვანი „ეტალონის“ მასპინძლობისთვის ემზადება
07-03-2019
-
+


ვანის მუნიციპალიტეტში 6 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 22 მარტს გაიმართება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ირმა ცხვარაძე:

„დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან მოსწავლეები ჩემპიონატში. „ეტალონთან“ ერთად ჩვენი ბავშვები ყოველწლიურად იზრდებიან და წარმატებისთვის აუცილებელ უნარებს ივითარებენ, არიან მეტად მობილიზებულნი და ცდილობენ კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, სკოლა და მუნიციპალიტეტი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას და ვისურვებდი, რომ უფრო ხშირად გვსტუმრობდეს „ეტალონი“.

ვანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ივანე კორძაძე:

„ტესტირების პირველ ეტაპს რამდენიმე სკოლაში თავად დავესწარი, მოსწავლეები მშვიდ და თანაბარ გარემოში ავლენდნენ საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებს. მაღალია ჩართულობა და დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ, რაც ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია მათი მრავალმხრივი განვითარებისა და სამომავლო წარმატებისთვის. ჩვენი ბავშვები Izrune.ge-ს დიდი ოჯახის აქტიური წევრები არიან და ასეთი პროექტებით მათი ბედნიერი მომავალი უფრო ხელშესახები ხდება.“

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის დირექტორი და ეტალონისპედაგოგი ილია სულაქველიძე:

„მოსწავლეები, რომლებიც „ეტალონში“ მონაწილეობენ ცოდნის გამდიდრება-გამოვლენაზე არიან ორიენტირებულნი და ჩემპიონატში ძალიან დიდ გამოცდილებას იძენენ. მათ მოსწონთ გლობალური და საინტერესო, მეტად სააზროვნო კითხვები და უკეთ სწავლის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის მოტივაცია უჩნდებათ. წარმატებებს ვუსურვებ არა მხოლოდ ჩვენს ბავშვებს, არამედ მთელი საქართველოს მოსწავლეებს ეროვნულ ჩემპიონატთან ერთად.“


ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი იულო ხელაძე:


„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ძალიან მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი „ეტალონის“ მიმართ. ტესტირების პირველმა ეტაპმა გამჭვირვალედ, მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს, თამამი შემოხაზეს და ჯანსაღ კონკურენციაში ჩაებნენ მეტი გამოცდილებისა და სამომავლო წარმატებისთვის.“

 

ზეინდარის საჯარო სკოლის დირექტორი მანონი ლილუაშვილი:

 

„ჩემპიონატში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიხარულით ერთვებიან. მათ „ეტალონთან“ ერთად მეტი სწავლისა და წინსვლის მოტივაცია აქვთ. ბავშვებს მოსწონთ მრავალმხრივი, სააზროვნო კითხვები და დიდ გამოცდილებას იღებენ მონაწილეობით. ტესტირების პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, ახლა კი მოუთმენლად ვემზადებით მეორე ეტაპისთვის.“

 

უხუთის საჯარო სკოლის დირექტორი თინა დიაკონიძე:

 

„ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით ჩაიარა. ბავშვებს უყვართ ჩემპიონატი და მოუთმენლად ელიან ხოლმე მასში მონაწილეობას. პროექტი ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებასა და წარმატებული მომავლის შექმნას ემსახურება. ამ საქვეყნო საქმეში კი ჩვენც დიდი სიამაყით ვერთვებით.“

 

უხუთის საჯარო სკოლის ეტალონისპედაგოგი ელისო ღვიტიძე:

 

„ტესტირებამ მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა, ბავშვები ეცადნენ, საკუთარი ცოდნა ეფექტურად გამოევლინათ, თუმცა ღელავდნენ და შედეგებით კმაყოფილები არ დარჩნენ. უფრო მეტი შეეძლოთ და უკეთ სწავლის მოტივაცია მეტად გაუჩნდათ. მოუთმენლად ელიან მეორე ტურში ასპარეზობას და წარმატებებს ვუსურვებ მათ წინსვლის გზაზე.“

 

მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი ნათელა სირაძე:

 

„მახარებს ჩემი მოსწავლეების დიდი ინტერესი და მაღალი ჩართულობა „ეტალონში“. ეროვნული ჩემპიონატი როგორც საგნობრივ ცოდნას, ასევე ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს მოსწავლეებს და მეტი თავდაჯერებულობით, სითამამითა და წინსვლის მოტივაციით ავსებს ახალგაზრდებს. შესარჩევმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა და ახლა დიდი სიხარულით ველით „ეტალონის“ სტუმრობას.“

 

 სულორის საჯარო სკოლის დირექტორი და„ეტალონის“ პედაგოგი დოდო ჩახუნაშვილი:

 

„ეტალონმა“ საინტერესო და მრავალფეროვანი ტესტებით ჩვენი მოლოდინი გაამართლა, მოსწავლეებმა მშვიდ და თანაბარ ვითარებაში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადეს, უკეთ დაინახეს ძლიერი და მეტად დასამუშავებელი საკითხები და მეტი წარმატებისთვის უკეთ სწავლის მოტივაცია გაუჩნდათ. იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ეტაპზე გადავალთ და წარმატებით ვიასპარეზებთ.“


შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება