სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლების ხელფასების ზრდის მიმართულებით დეტალური გეგმა მუშავდება, რომელსაც მაისში წარვადგენთ“ - მიხეილ ბატიაშვილი
07-03-2019
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მაისში გახდება ცნობილი.

აღნიშნულის შესახებ მიხეილ ბატიაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„დაფინანსება განათლების ყველა სფეროზე მიიმართება. ეს მოიცავს მაგალითად, ინფრასტრუქტურას, რომლის დაფინანსება დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზრდება. აშენდება ახალი და რაც მთავარია, თანამედროვე სკოლები, სადაც იქნება კომპიუტერული კლასები, ტექნოლოგიები და ყველაფერი, რაც თანამედროვე ცოდნის მიღებას სჭირდება. ხელფასების ზრდის მიმართულებით დეტალური გეგმა მუშავდება, რომელსაც მაისში წარვადგენთ. ასევე, სკოლების მშენებლობის მიმართულებით გასამმაგდება ბიუჯეტი და მათ ინფრასტრუქტურას მოხმარდება“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება