სიახლეები
ეტალონი

დიდი სიყვარული, მაღალი ჩართულობა და შედეგები - დუშეთში „ეტალონის“ ტესტირების პირველი ტური წარმატებით წარიმართა
06-03-2019
-
+


დუშეთის მუნიციპალიტეტში 5 მარტს საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდასასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.

II ტური 20 მარტს იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

Etaloni.ge ტესტირების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა,  რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

დუშეთის რესურსცენტრის უფროსი დავით ოსეფაშვილი:

„ეტალონის“ ტესტირების პირველ ეტაპში ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლა მონაწილეობდა, შატილიც კი, რომელიც წელიწადში 5-6 თქვე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და აქტივობით ერთვებიან ჩემპიონატში, რომელიც მათ ცოდნის წარმოჩენას, სითამამესა და წარმატებისკენ სწრაფვას აჩვევს.“

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქეთევან წიკლაური:

„ჩვენს მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან უყვართ. პროექტი ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს, იზრდება ახალგაზრდების ჩართულობა, შედეგები, რაც ძალიან საამაყო და მისასალმებელია. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მოსწავლეებსა და „ეტალონს“ განათლებისა და წინსვლის გზაზე.“

პირმისაანთკარის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა ელიაშვილი:

„ჩემი მოსწავლეები „ეტალონის“ შვილობილები არიან, უყვართ ჩემპიონატი და აქტიურადაც იღებენ მონაწილეობას. ტესტირების პირველმა ტურმა მშვიდ და თანაბარ გარემოში ჩაიარა, ახლა კი შემდეგი ეტაპისთვის მოუთმენლად ვემზადებით.“

პირმისაანთკარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლია წიკლაური: 

„მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ჩემპიონატისთვის, ცდილობენ ბეჯითად ისწავლონ, რომ „ეტალონში“ კარგი შეფასება მიიღონ. დიდი მოლოდინის შემდეგ, ტესტირებამ ხალისითა და მომავალ ტურში წარმატების მიღწევის იმედით ჩაიარა.“

პავლეურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნონა კახიანი:

„მაღალი ჩართულობითა და დიდი ინტერესით წარიმართა ტესტირება. მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს და ახლა მეტი სითამამით, მოტივაციითა და წარმატებისკენ სწრაფვით ელიან „ეტალონის“ სტუმრობას.“

აბანოსხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა არაბული: 

„ეტალონი“ ძალიან სამართლიანი, თამამი და მოსწავლეთა წარმატებაზე ორიენტირებული პროექტია, სწორედ ამიტომ უყვართ ბავშვებს. ყოველთვის დიდი მოლოდინი აქვთ ჩემპიონატის მიმართ და განსაკუთრებით ემზადებიან. წარმატებული ტესტირების შემდეგ, უფრო წარმატებულ მეორე ეტაპს ველოდებით.“

აბანოსხევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო კუსრაშვილი:

„ინტელექტუალური განვითარებისა და მრავალმხრივი უნარის გამოვლენის საშუალებას იძლევა „ეტალონი“, ჩვენი ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან ჩემპიონატში და მათი სწავლის მოტივაცია სულ უფრო იზრდება. ტესტირების პირველმა ეტაპმა ობიექტურ გარემოში ჩაიარა და ახლა მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“

ჭართლის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ რუსუდან უშარიძე:

„ეროვნულ და მამოტივირებელ ჩემპიონატში ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის დიდი მონდომებით ერთვებიან. ტესტირების პირველი ეტაპის ობიექტურად ჩატარების შემდეგ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს ბავშვებმა და ახლა მეორე ეტაპისთვის მოუთმენლად ემზადებიან.“

ჭართლის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ნინო წიკლაური:

„საგნობრივი ცოდნის გარდა, „ეტალონი“ მოსწავლეებს ლოგიკურ აზროვნებას უვითარებს და წინსვლის მოტივაციას უზრდის. ტესტირების პირველ ტურში ბავშვები მაღალი აქტივობით გამოირჩეოდნენ, საკითხებზე იყვნენ მობილიზებულნი და ახლაც აქტიურად განიხილავენ დაშვებულ შეცდომებს, რადგან მეორე ეტაპზე მეტი წარმატებით იასპარეზონ.“

ჭოპორტის საჯარო სკოლის დირექტორი თინა ზაქაიძე:

„ეტალონის“ ძალიან საინტერესო, მრავალმხრივი და ღრმა შეკითხვები ჩვენი მოსწავლეების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ავითარებს და ბავშვებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს. სიმართლე გითხრათ, ტესტირებაზე ღელავდნენ და არ იყვნენ საკუთარი შედეგებით კმაყოფილნი, მეტიც შეუძლიათ. მოუთმენლად ვემზადებით მეორე ეტაპისთვის და წარმატების იმედი გვაქვს.“

ანანურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი მამისაშვილი:

„ჩემპიონატი საგნობრივ ცოდნასთან ერთად ზოგად განათლებასა და ლოგიკურ აზროვნებას ითხოვს მოსწავლისგან, ამავდროულად, „ეტალონი“ სოციალურ უნარებს ავითარებს და ბავშვებს წარმატებას აჩვევს. დიდი ხანია, რაც პროექტის გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის მოუთმენლად ველით „ეტალონის“  სტუმრობას.“

ანანურის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მერი წიკლაური:

„ეტალონი“ მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდის საშუალებას აძლევს და წინსვლისთვის სწორ მიმართულებას აჩვენებს. მრავალფეროვანი და საინტერესო კითხვებით ბავშვები ბევრს სწავლობენ და მეტად ყურადღებიანები, მოტივირებულები და წარმატებაზე ორიენტირებულნი ხდებიან. პირველმა ტურმა კარგად ჩაიარა, ახლა მეორე ეტაპისთვის ვემზადებით.“

დუშეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ებიტაშვილი:

„ტესტირების პირველ ეტაპზე მაღალი იყო ინტერესი და მოსწავლეთა ჩართულობა, მშვიდ და თანაბარ გარემოში ბავშვებმა საკუთარი ცოდნა გამოავლინეს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს და ახლა მეორე ტურისთვის ემზადებიან. ძალიან მახარებს ჩემი ბავშვების აქტივობა „ეტალონში“ და წარმატებებს ვუსურვებ მათ წინსვლის გზაზე.“

დუშეთის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლედი ჭონქაძე:

„ჩვენი მოსწავლეები „ეტალონთან“ ერთად ყოველწლიურად იზრდებიან და ჩემპიონატში საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობას თავად განსაზღვრავენ, შემდეგ საჭირო მიმართულებით ავითარებენ სწავლის პროცესს და უკეთეს შედეგს იღებენ. წარმატებული ტესტირების შემდეგ მეორე ეტაპისთვის ვემზადებით მოუთმენლად.“

დუშეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ელენე თეთრუაშვილი:

„ეტალონში“ მონაწილეობა დიდი სტიმული და გამოცდილებაა ჩვენი ბავშვებისთვის. წინა წელს სწორედ ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით და მიღწეულმა წარმატებამ მოსწავლეების ჩართულობა და წინსვლის მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა. ტესტირების პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა და ახლა „ეტალონის“ სტუმრობას ველოდებით.“

დუშეთის N2 საჯარო სკოლის  „ეტალონის“ პედაგოგი მარინა ხულელიძე:

„მაღალი ჩართულობა და შედეგები ძალიან კარგია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის უნარები, რომლებსაც მოსწავლეებს „ეტალონი“ უვითარებს. ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ ბავშვები მეტად თავდაჯერებულები ხდებიან, თვითშეფასება უმაღლდებათ და მუდმივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ახლაც დიდი ინტერესით ველით მეორე ეტაპს და წარმატების იმედი გვაქვს.“  

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს - დაუშვებელია, სიმღერა, გართობა, საოჯახო საქმეები....
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღე - რა უნდა ვიცოდეთ წითელი პარასკევის შესახებ
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება