სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეიქმნება თუ არა სკოლებში საშუალო რგოლის მენეჯმენტი
06-03-2019
-
+


შეიქმნება თუ არა სკოლებში საშუალო რგოლის მენეჯმენტი იგივე ხარისხის მართვის ჯგუფი, რომელსაც მასწავლებლების მხარდაჭერის ფუნქცია ექნება, ჯერჯერობით უცნობია.

გაჟღერებული ინიციატივის მიხედვით, ხარისხის მართვის ჯგუფი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას დააკვირდება და მის საქმიანობას შეაფასებს.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, მანანა რატიანმა etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილება კი „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ მიღებამდე პედაგოგებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან შეხვედრების შემდეგ გახდება ცნობილი.

„რა თქმა უნდა, სამუშაოები მიმდინარეობს. სხვადასხვა ვარიანტზეა საუბარი, მიმდინარეობს აწონ-დაწონვა სხვადსხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი შედეგების, ვეყრდნობით კვლევის შედეგებს, მაგრამ საბოლოოდ ამის  გაცხადება ნაადრევი გვგონია. ჯერ ჩვენი, ცენტრის მთავრი საჭიროება არის, რომ ეს პროცესები იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც დაიწყეს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში, მივაყვანინოთ ბოლომდე და სამართლიანად, რათა მათ უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეთ.

მხოლოდ ამის შემდგომ უკვე „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ მიღებამდე ბევრად უფრო ადრე, ჩვენ ფართო აუდიტორიებს შევხვდებით და ამ სამუშაო ჯგუფში საბოლოოდ ჩამოყალიბებულ მოსაზრებებს განვიხილავთ პირველ რიგში მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სხვადასხვა დონის ექსპერტებთან. უკვე არაერთი განხილვა მოხდა, საიდან გამომდინარეც მეტნაკლებად ვაყალიბებთ ჩვენს პოზიციებს. ამ ეტაპზე ნაადრევია რამეზე ლაპარაკი, რადგან ჯერჯერობით სამუშაო პროცესები მიმდინარეობს“,-განაცხადა რატიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

„თითოეული ნახატი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ფერთა შეგრძნების თავისებური გამოხატულებაა“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება