სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის კონფერენციაზე სხვადასხვა თემით წარსდგნენ
26-02-2019
-
+


ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები თბილისის N166 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ისტორიის მასწავლებლის, გაგა ქორიძის ხელმძღვანელობით კონფერენცია გაიმართა. 

რამდენიმე კვირის განმავლობაში ბავშვები მასწავლებლის დახმარებით ამუშავებდნენ სხვადასხვა საინტერესო თემებს, მართავდნენ განხილვებს, უზიარებდნენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ამ დღისთვის.

შედეგმა მართლაც მოლოდინს გადააჭარბა. მათ შეიძინეს აუდიტორიასთან საჯაროდ გამოსვლის დიდი გამოცდილება. რაც მთავარია, ორივე სკოლის ბავშვებმა და პედაგოგებმა სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ითანამშრომლებენ ერთმანეთთან.

საბოლოოდ, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო თემა, აქედან ერთი თემა ჟანა დარკი ლამოვანის სკოლის მოსწავლეების გვანცა გარიშვილის, ანა მელაძისა და სანდრო ხისფეხიშვილის მიერ იყო წარდგენილი, ხოლო 2 თემა ბერძნული მითოლოგია და არგონავტები კი ეკუთვნოდა 166-ე სკოლას.

ლამოვანის სკოლის სახელით მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და დაჯილდოვდნენ სიგელებით.

„აქვე კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ლამოვანის სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისთვისა და თემების საინტერესოდ წარდგენისათვის. უღრმესი მადლობა 166-ე სკოლის ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს მასპინძლობისთვისა და უგემრიელესი ტორტისთვის. ყველას ვუსურვებთ უდიდეს წარმატებას“ - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება