სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

მეგობრული შეხვედრა Izrune.ge-სთან - ონის მუნიციპალიტეტის მერმა პროექტის ინოვაციურ იდეებს უმასპინძლა
20-02-2019
-
+


ონის მუნიციპალიტეტის მერმა, ემზარ საბანაძემ „ეტალონისა“ და ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს ავტორ გოჩა ტყეშელაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრა მერიაში შედგა, სადაც მხარეებმა საქართველოს ეროვნული ინტელექტი-ჩემპიონატის მასშტაბურობაზე, შედეგებსა და მამოტივირებელ მიდგომებზე ისაუბრეს, ამასთან, Izrune.ge-ს ინოვაციური იდეები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

მერის შეფასებით, „ეტალონი“ მოსწავლეებს განათლებისა და წარმატებისკენ მომართავს, Izrune.ge კი ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს და ქვეყნის ბედნიერ მომავალს უყრის საფუძველს.

„მივესალმებით და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ საგანმანათლებლო ინოვაციებს, რომლებსაც „ეტალონი“ და Izrune.ge გვთავაზობს. მინდა, ჩემპიონატთან და საგანმანათლებლო პორტალთან ერთად დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდობას,“- ემზარ საბანაძე.

ვიზიტს ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი და რესურსცენტრის უფროსი ნინო მეტრეველი ესწრებოდნენ, რომლებიც შეხვედრის პათოსს სრულად იზიარებენ. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება