სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონთან“ ერთად ჩვენი მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ სახელმწიფო ენას “ – დმანისის გამარჯვებული არაქართულენოვანი სკოლიდანაა
06-02-2019
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში ჩატარდა, სადაც „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ეკატერინე ოქრიაშვილი და სოფიკო ავალიანი, რესურსცენტრის უფროსი ბელა ტატუაშვილი, კომპანია RMG- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი გვანცა ბერძენაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილეს კომპანია RMG- მ სიმბოლური საჩუქრები, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეს კი სპეციალური პრიზები გადასცა.

დმანისის მერის მოადგილემ, არიფ სულეიმანოვმა „ეტალონს“ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ძალიან დიდ როლს თამაშობს არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის გაუმჯობესების კუთხით: 

„ძალიან ემოციური დღეა დღეს. ეს საქმე, რასაც „ეტალონი“ აკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი ბავშვებისთვის. ასეთი სახის ინტელექტ- ჩემპიონატები ზრდის მათ მოტივაციას და ისინი ყოველწლიურად უფრო აუმჯობესებენ სახელმწიფო ენის ცოდნის დონეს. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონის“და მთელ შემოქმედებით გუნდს.“

დმანისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ბელა ტატუაშვილის თქმით, მოსწავლეების ინტერესი ინტელექტ- ჩემპიონატის მიმართ ძალიან მაღალია:

„ეტალონი“ ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების საქმეში. მნიშვნელოვანია ჩვენი აზერბაიჯანელი მოსწავლეების ჩართულობა. ისინი ძალიან მონდომებულები არიან და ცდილობენ, სახელმწიფო ენა უკეთ აითვისონ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 27 სკოლა გვაქვს. საიდანაც 9 ქართულენოვანია და 18 არაქართული. დღევანდელი გამარჯვებულიც სწორედ, არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა. ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ მას.“

ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა, ქეთევან შანიძემ აღნიშნა, რომ დმანისში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსწავლეები ცდილობენ უკეთესად ისწავლონ სახელმწიფო ენა და ამ ინტერესის გაღვივებაში „ეტალონი“ დიდ როლს თამაშობს:

„რაუფი ძალიან მონდომებული ბიჭია და ცდილობს ისწავლოს სახელმწიფო ენა.  მისმა ოჯახის წევრებმა იციან ქართული და სახლშიც ცდილობენ ხშირად ისაუბრონ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან არიან დაინტერესებულნი „ეტალონით“. ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რიცხვი და ძალიან მიხარია, რომ ეს ჩემპიონატი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას და მოსწავლეთა წინსვლას. ვულოცავ „ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდობას.“

ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი რამიზ რამაზანოვი პირველი სერტიფიცირებული არაქართველი მასწავლებელია დმანისში. მისთვის ჩემპიონატის დასასრული ორმაგად ემოციური აღმოჩნდა, რადგან „დმანისის ეტალონი მოსწავლე“ სწორედ მისი შვილია. რამიზ რამაზანოვის თქმით, ზემო ოროზმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ჩემპიონატისთვის და ყოველდღიურად ცდილობენ, უკეთესად ისწავლონ სახელმწიფო ენა და წარმატებას მიაღწიონ „ეტალონში“: 

„დღეს ძალიან გახარებული ვარ, ორი მიზეზით. დღევანდელი გამარჯვებული, ჩემი სკოლის მოსწავლეა და ამასთანავე, ჩემი შვილია.  ძალიან უხარიათ ახალგაზრდებს ჩემპიონატში მონაწილეობა. ქართულის მასწავლებელიც ყოველდღიურად ეხმარება მათ სახელმწიფო ენის ცოდნის ამაღლებაში.ძალიან მიხარია, რომ ბევრი წარმატებული და ნიჭიერი მოსწავლე გვყავს.“

„დმანისის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ზემო ოროზმანის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლემ რაუფ რამაზანოვმა მოიპოვა. მან etaloni.ge - ს საკუთარი ემოციები გაუზიარა:

„ბედნიერი ვარ. სახელმწიფო ენა კარგად არ ვიცი, მაგრამ ჩემპიონატისთვის ძალიან ვემზადებოდი და ახლა ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვე. ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებებს.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულმა „დმანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება