სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლის გაძლიერება მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი გახდება“ - რას ფიქრობს მანანა რატიანი CAT-ის გამოცდების მოხსნაზე
05-02-2019
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი სკოლის საატესტატო გამოცდების მოხსნის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ სკოლის გაძლიერება  მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი გახდება.

მისივე თქმით, მასწავლებელი გამოცდაზე საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით იწონებდა თავს და არა სასწავლო პროცესში საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკით.

ამის შესახებ მანანა რატიანი სოციალურ ქსელში წერს. მის პოსტრ etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„1. იმ მასწავლებლებთან, ვისთანაც გამოცდა იყო მოსწავლის გაკვეთილზე დამაკავებელი იარაღი, პროცესს დროებით ჩამოშლის, ვიდრე მასწავლებელი მოსწავლის სხვა მოტივატორს არ იპოვის. ის მასწავლებლები კი, ვისთვისაც „კატისთვის“ საკითხების გამეორებაზე დრო დაკარგულად ეჩვენებოდათ, მეტ დროს დაუთმობენ მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

2. ამ გამოცდებს უნდა შეემოწმებინა სკოლამ ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს თუ მიაღწია, რა ფუნქციაც თავის თავზე ვერ აიღო. დეკლარატიულ ცოდნას ამოწმებდა, რაც ცხივრებაში კროსვორდების შევსებაში თუ გამოადგებოდა. ახლა სკოლამ მიზნის მიღწევაზე მეტად უნდა იფიქროს, არანაირი გამართლება, რომ დრო არ რჩებოდათ, აღარ ექნებათ.

3. სამაგიეროდ, სოციალური უთანასწორობა გააღრმავა, კონკურენტუუნარო გახადა სოციალურად შეჭირვებული და მატერიალურად წელგამართული ოჯახის შვილები.

4. მშობლებმა თანხები მიმართეს გამოცდების წარმატებით გადალახვისკენ და ამით ჩამოაშორეს თავის რეალურ ინტერესებს, ნამდვილ განათლებას, არც წიგნის კითხვის, არც თეატრში სიარულის, არც სპორტის და ხელოვნების დრო აღარ დაუტოვეს. მეტი დრო ექნებათ მოზარდებს თვითგამოხატვისთვის.

ბონუს პუნქტი - რეპეტიტორი მასწავლებელი სკოლის სიძლიერით არაა დაინტერესებული, სკოლაში რომ ხდებოდეს ხარისხიანი განათლების მიღება. ეს ხომ მოზარდების რეკრუტირებას კერძო ბიზნესში შეუშლიდა ხელს. მასწავლებელი გამოცდაზე საკუთარი მოსწავლეების მიღწევებით იწონებდა თავს და არა სასწავლო პროცესში საინტერესო პედაგოგიური პრაქტიკით. ესეც შეიცვლება და სკოლის გაძლიერება გახდება მასწავლებლების ერთიანი საზრუნავი.

კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, თუმცა ესეც საკმარისია, რომ CAT-ის გაუქმება მომეწონოს“,-წერს მანანა რატიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას -„ჩემი პირველი ნერგი“ დიდი სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება