| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუმრად თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი, მანანა წნორიაშვილი იმყოფებოდა.
ქალბატონმა მანანამ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საქმიანობაზე, მათ აღსაზრდელებზე, განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ასევე, განიხილეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის აღსაზრდელებისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაცნობის თემა, რაც ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება.
სსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია აბიტურიენტები წინასწარ ეცნობოდნენ ამა თუ იმ უნივერსიტეტის საქმიანობას, სასწავლო პროცესს, სტუდენტურ ცხოვრებას, წინასწარ იცოდნენ თუ რას სთავაზობს კონკრეტული უნივერსიტეტი და გამოთქვა მზაობა, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველანაირად შეუწყობს ხელს მომავალი თაობის ინტეგრაციას უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სივრცეში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას