სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქედის გამორჩეული მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე ეროვნულ ჩემპიონატ „ეტალონში“ ცდიან
24-01-2019
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს მართავს, დღეს „ქედის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ქედის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს და მას პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი ლევან გორგილაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე, ქედის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძე, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა „2017-2018 სასწავლო წლის ქედის ეტალონ მოსწავლეს“, მარი ფარტენაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ძენწმანის საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება