| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პედიატრ თემურ მიქელაძის თქმით, სწავლის დაწყების შემდეგ გრიპის შემთხვევებმა, შესაძლოა, მოიმატოს, თუმცა პიკურ მაჩვენებელს არ მიაღწევს.
აღნიშნულის შესახებ მიქელაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დავით სერგეენკომ კლინიკების ხელმძღვანელებს სეზონური გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივა გააცნო, მათ შორის მედიკამენტ „ტამიფლუს“ ყველა მოქალექისთვის უფასოდ გაცემაზე ისაუბრა.
„მისასალმებელია ჯანდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყოს ფორმა 100 წარდგენილი და ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტი, რათა არ მოხდეს ამ პრეპარატის ხელაღებით, ტყუილად მიღება. მომართვიანობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად შემცირებულია. თუ დეკემბრის თვეში იყო მაღალი მაჩვენებელი, ახლა შემცირებულია. მაგალითად, თუ ვსინჯავდი ოთხ პაციენტს ახლა ეს რიცხვი არის ორი. ეს, ალბათ, გამოიწვია იმანაც, რომ სწავლა გადავადდა. კი ბატონო, სწავლის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოიმატოს, მაგრამ არ მგონია, რომ იმ პიკურ მაჩვენებელს მიაღწიოს, რაც მანამდე გვქონდა“, - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და უნივერსიტეტებში სწავლის დაწყება 21 იანვრამდე გადავადდა.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას