სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები

7 საშობაო ფილმი, რომლებიც საუკეთესო განწყობაზე დაგაყენებთ
07-01-2020
-
+


საინტერესო, სახალისო, კლასიკად ქცეული საშობაო ფილმები ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება გადაღლილობის „სამკურნალოდ“.

გთავაზობთ რამდენიმე დაუვიწყარ ფილმს, რომლებიც პოპულარობას არასოდეს კარგავენ და საშობაო ფილმებს შორის, რეიტინგში ყოველთვის მოწინავე ადგილებს იკავებენ. 

ეს ფილმები ნამდვილად შეგიქმნიან საშობაო ამაღლებულ განწყობას.

საშობაო საჩუქარი

ჰოვარდ ლენგსტონი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს, თუმცა, შვილს იმედს გაუცრუებს, როდესაც მის კარატეს წარმოდგენას გააცდენს. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ, შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი.

სანტა კლაუსის საიდუმლო სამსახური

ყველამ იცის, რომ საშობაოდ სანტა ყველა ბავშვს უტოვებს საჩუქარს, მაგრამ ვინ იცის, ამას რა ფასად ახერხებს?! ეს ნამდვილი მაღალტექნოლოგიური პროცესია, თუმცა, შეცდომები მაინც ხდება. მილიონობით ბავშვში სანტას ერთი გამორჩა და ეს შემთხვევა ვინმემ უნდა გამოასწოროს. ამ მისიას საკუთარ თავზე სანტას უმცროსი ვაჟი ართური იღებს, რომელმაც გამორჩენილი საჩუქარი გათენებამდე უნდა მიიტანოს ადგილზე.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა



ამ ფილმის გარეშე შობა და ახალი წელი ნამდვილად წარმოუდგენელია. ჯიმ კერი მართლაც შეუდარებელია ბუზღუნა და აუტანელი გრინჩის როლში, რომელიც შობას ვერ იტანს და მის მოპარვას გადაწყვეტს. ესაა ფილმი მათთვის, ვისაც ეს დღესასწაული ძალიან უყვარს და მათთვისაც, ვინც გრინჩივით უყურებს შობა-ახალ წელს.

მარტო სახლში 2: ნიუ-იორკში დაკარგული



„მარტო სახლში“ ყველა საშობაო კოლექციის სიაშია. ნიუ-იორკი მთელი თავისი საშობაო დიდებულებით და ონავარი კევინი ისევ მარტო, ოღონდ სახლში არა და თან – ისევ ძველი მტრების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამ ფილმში აწ უკვე პრეზიდენტ ტრამპის ხილვაც შეგიძლიათ.

სტოუნების ოჯახი



მშვენიერი კომედია საახალწლო დღეებისთვის: სტოუნების ოჯახი იშვიათი ურთიერთგაგებით და მეგობრულობით გამოირჩევა. მაგრამ როცა საყვარელი შვილი, ევერეტ სტოუნი სახლში საცოლეს, მერედითს მოიყვანს, ექსცენტრული ოჯახი მას არცთუ ისე თბილად მიიღებს. წყვილი ევერეტის დას ჯულის მიმართავს, თუმცა, ამით სიტუაციას მხოლოდ ართულებს. ამ მხიარული საოჯახო ფილმის გამოტოვება ნამდვილად არ ღირს.

შვებულება



მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ლოს-ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა.

თქვენთვის წერილია



წიგნის მაღაზიის ქსელის მაგნატს, ჯო ფოქსს და დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის მფლობელ ქეთლინ კელის ინტერნეტით ანონიმურად ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამავე დროს, ჯო ცდილობს ქეთლინის წიგნების მაღაზიის ბიზნესის დახურვას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია

ორ სამსახურში დასაქმებულებთან დაკავშირებით - კანონში ცვლილებები შედის

ვინ არიან სქემის 31-ე მუხლს დაქვემდებარებული მასწავლებლები, ვისაც ზამთარში 3 საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცა

ETALONI.GE მასწავლებლის ეროვნულ დღეს გილოცავთ! 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები
თბილისის N143 სკოლის მასწავლებელი მარინა ნარიმანაშვილი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება