სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

ნოდიკო ტატიშვილის მეკვლეობა ოჯახებს ამდიდრებს და გოგონებს ათხოვებს
29-12-2018
-
+


მომღერალინოდიკო ტატიშვილი სანატრელი მეკვლეა – ახალ წელს ვის ოჯახშიც  პირველი შევა, იმ წელს ყველას უგვარდება მნიშვნელოვანი პრობლემა. ამბობს, რომ მეკვლედ მხოლოდ იმ ოჯახებს სტუმრობს, ვინც უყვარს და მათგანაც დიდ სიყვარულს გრძნობს. დარწმუნებულია, რომ, ასეთ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, ოჯახს მეკვლემ კეთილდღეობა არ მიუტანოს.

– ჩემმა მეგობრებმა და ახლობლებმა იციან, რომ ძალიან მაგარი ფეხი მაქვს. როცა ახალ წელს ვინმეს ოჯახში შევდივარ და იქ ვინმე დასაოჯახებელია, ძალიან მალე ქორწინდება. ზოგი მდიდრდება და ახალ სახლს, ახალ მანქანას ყიდულობს. როცა ოჯახისთვის და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ყოველივე საუკეთესო გემეტება, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. მთავარი ალბათ სწორედ ეს განწყობაა. მე არასოდეს შევდივარ ისეთ ოჯახში, სადაც ჩემთვის საყვარელი ადამიანები არ არიან. ვიცი, რომ ბევრი ძალიან სერიოზულად აღიქვამს მეკვლეობას და აკვირდებიან, ვინ მივა მეკვლედ და როგორი წელი ექნებათ.

– ვინ გაათხოვეთ, ან გაამდიდრეთ?

– ერთ წელს მივედი ჩემს ახლო მეგობართან, რომელიც 38 წლის გახლდათ და გათხოვილი არ იყო. ის არის არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი, ულამაზესი ადამიანი წარმატებული კარიერით. როცა მათთან მეკვლედ მივედი, დედამისი მეხუმრა, მეკვლე შენ ხარ და წელსაც თუ არ გათხოვდება ჩემი შვილი, მოგამტვრევ ფეხებსო. კი გამეხუმრა, მაგრამ მაინც განვიცადე... ხომ იცით, როგორი კარგი და ლამაზიც არ უნდა იყო, ყველას თავისი დრო აქვს. დაქორწინებას ასაკი არ განსაზღვრავს, როცა შენი დრო მოვა, მაშინ ქმნი ოჯახს. მეც გავეხუმრე, თუ ვერ გათხოვდა, ფეხებს ხომ არ დაგალეწინებთ, მირჩევნია, მე მოვიყვანო ცოლად-მეთქი... ორ კვირაში გასტროლზე გავფრინდი. იქიდან რომ დავბრუნდი, მითხრა, რომ გაიცნო საოცარი ადამიანი, რომელიც ძალიან მოსწონდა. ორ თვეში შეუღლდნენ. მალევე დაფეხმძიმდა ეს გოგო და იმავე წელს, 5 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე ბიჭიც გააჩინა! ასე გადავრჩი ფეხების დამტვრევას.

– და ყველასთვის სანატრელი მეკვლეც გახდით...

– დიახ, მერე, მთელი მისი სამეგობრო ბიჭიან–გოგოებიანად მეკვლედ მეპატიჟებოდა. ახალ წელს სულ ვმუშაობ და სახლში დილით, უთენია ვბრუნდები ხოლმე. ანუ, ყველა რომ ერთობა, მომღერლები სწორედ მაშინ ვმუშაობთ და კონცერტებს შუა, გადარბენის დროს თუ შევირბენ ახლობლებთან მეკვლედ.

ერთი ჩემი მეგობრის მეკვლე ვიყავი და მან იმ წელს სახლი იყიდა. მერე კიდევ ვიყავი მიწვეული მეკვლედ და მანქანა იყიდა. არც მომდევნო წელს დავარღვიეთ ტრადიცია და უკეთესი მანქანა იყიდა... ასე რომ, ფანტასტიკური მეკვლე ვარ!

ერთ მეგობარს დავპირდი, რომ კონცერტებს შორის ავირბენდი მასთან ღამის 4 საათზე. მანამდე ნათესავები მისულან, მაგრამ კარი არ გაუღია და ერთი საათი გარეთ ალოდინა, რომ ჯერ მე მივსულიყავი.

– თავად ვისი მეკვლეობა გაქვთ კარგად დაცდილი?

– მუდამ ჩემი მეზობელი შემოდიოდა ხოლმე მეკვლედ.  მერე იმას მოუნდა, რომ მე ვყოფილიყავი მათი მეკვლე და შევცვალეთ. ვისთანაც უნდა მივიდე, მინიმუმ ფინანსურად ძლიერი წელი მაინც აქვთ გარანტირებული. რადგან ტრადიციაა, რომ ძველ წელს უნდა დავუტოვოთ ყველაფერი, რაც არ გვესიამოვნა და ახალ წელს ახალი სიხარულით შევხვდეთ, ყველას უნდა, განსაკუთრებულად დაიწყოს წელი და ალბათ მნიშვნელოვანია, ვინ შემოვა პირველი, როგორ უყვარხარ და უხარია შენი კარგი ამბები და წარმატება.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ, რომელთა განხორციელების უფლებაც აქვთ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს

 

დამტკიცდა ბაკალავრიატისა და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი - მთავრობის დადგენილება ძალაშია 

რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო

კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თანხის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება