სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაშენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე კონფერენციით აღნიშნეს
17-12-2018
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის  არაშენდის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება -კონფერენცია ჩაატარეს.

აღნიშნული დამხმარე სახელმძღვანელოს - „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“  და საკლასო პროექტების სწავლების ფარგლებში მოეწყო (პედაგოგი მზია პიტიურიშვილია). თემა გახლდათ: „მე აქტიური მოქალაქე ვარ“.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებებისა და აქტიური მოქალაქეობის შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების მთავარი ჯაჭვის ძირითად შემადგენელ და ურთიერთდაკავშირებულ რგოლებზე, საინტერესოდ ესაუბრნენ. 

სკოლის დირექციის ცნობით, ღონისძიება უფრო საინტერესო გამოვიდა იმით, რომ ეს ყველაფერი მათ მშობლიურ ლიტერატურასთან ინტეგრირებულად გააკეთეს: „ვეფხისტყაოსნიდან“, ნიკო ლორთქიფანიძისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ამონარიდები მხატვრულად წაიკითხეს, ღონისძიების ბოლოს კი ასოციაციური რუკა შექმნეს, სახელწოდებით - „მოქალაქეობის ხე“, რომელიც  მათთვის დამახასიათებელი და მომავალში სასურველი აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო „ღირებულებების ფოთლებით“ შემოსეს.

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება