სიახლეები
ეტალონი

„ნეტავ, ყველამ მიბაძოს „ეტალონსა“ და Izrune.ge-ს“ - რესურსცენტრების ხელმძღვანელების ყველაზე გულწრფელი შეფასებები შუალედური ფინალიდან
17-12-2018
-
+


15 დეკემბერს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა.

ჩემპიონატის შემდეგ, „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის, izrune.ge-ს მიმდინარე განვითარებისა და მომავალი გეგმების წარდგენა და პორტალის ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით შექმნილი სამეცნიერო სიახლის - EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი) პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიებას „ეტალონის“ შუალედურ ფინალში მონაწილე 21 მოსწავლის წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მათ პროექტის ავტორ გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად საქართველოს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ქვეყანას „ეტალონთან“ და izrune.ge-სთან ერთად ბენდიერი მომავალი უსურვეს.

როგორ აფასებენ რესურსცენტრების ხელმძღვანელები საგანმანათლებლო ინოვაციებს - გაიგეთ Etaloni.ge-სგან:

ირაკლი ზვიადაური, დაბა თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეს პროექტი რომ მომწონს, იმით ვადასტურებ, რომ დღეს თიანეთიდან ჩამოვედი დასასწრებად. ძალიან მისაბაძია ყველასთვის. დღეს ქართული პატრიოტული ბევრი პროექტი არ ხორციელდება. ამ მიბაძვის გამო მოხდა, რომ ჩვენს რაიონში მესამედ ვატარებთ საქართველოს ისტორიის ცოდნის კონკურსს. მიმბაძველობა კარგია. ნეტავ, ყველამ მიბაძოს მსგავსი პროექტების განხორციელებაში. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მრავალ სიახლეს და წარმატებებს გისურვებთ“.

ინგა ბოჭორიშვილი, დაბა ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეს არის არაჩვეულებრივი პროექტი ბავშვებისათვის. ჩვენი რაიონის სკოლები აქტიურად არიან ჩართული. მოტივაცია მაღალია და ბავშვები ყოველთვის დიდ სურვილს გამოთქვამენ ხოლმე და სულმოუთქმელად ველოდებით ახალ ღონისძიებებს“.

ვანო ჟორჟოლიანი, ბაღდათის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, იგი ემსახურება სკოლის, ბავშვის, მშობლის გააქტიურებას. სასწავლო პროცესის წარმატებისთვის არის ძალიან კარგად გადადგმული ნაბიჯი. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ „ეტალონი“ არის ეროვნული პროექტი, რაც დღევანდელ საქართველოს ძალიან სჭირდება“.

ნათია რობაქიძე, ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეტალონი“ ჩემთვის ცოდნის ზეიმია. მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პროექტში ჩართულია ყველა ის მოსწავლე, რომლებიც სწავლით და ცოდნით არიან გამორჩეულები. წარმატებული პროექტია და უფრო მეტ წინსვლას ვუსურვებ“.  

ტერეზა ჩივჩიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობაზე საუბრობს მთელი საქართველო, მათ შორის ჩვენი რეგიონი. ასპროცენტიანი ჩართულობაა ჩვენი სკოლების მხრიდან. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრაციის თვალსაზრისით. ყველაფერი ქართულ ენაზე ტარდება. წინა წელს ჩვენმა მოსწავლემ აიღო 100 ქულა ნახევარფინალში“.

ხათუნა ქობალია, ხონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეტალონი“ დღეის მდგომარეობით, არის უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენთან დიდი სიყვარულით ელოდებიან „ეტალონს“, მასიურად მონაწილეობენ მოსწავლეები. ჩვენი მოსწავლეები ახერხებენ, რომ წარმატებულები იყვნენ ამ პროექტში. იმედი მაქვს, რომ დღესაც ჩემი რაიონის მოსწავლე წარმატებით იასპარეზებს“.

ზვიად გოგუაძე, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტის უფროსი: „ეტალონი“ და Izrune.ge არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, იმისთვის რომ მოსწავლეების მოტივაცია გაიზარდოს და ჩვენი მუშაობის შედეგიც სწორედ ეს უნდა იყოს. ის, რომ მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულები და მათ გაუჩნდეთ სურვილი იმისა, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმატებულები, რაშიც ჩვენ გვეხმარება, როგორც „ეტალონი“ ისე Izrune.ge. ეს უკანასკნელი, მოგეხსენებათ, არის ახალი პროდუქტი. ინოვაციურია და მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის მომავალში. როდესაც ჩვენ გავდივართ მშობელზე, მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდაზე, მივიღებთ თაობას, რომელიც იქნება რეალურად განათლებული და შედეგიანად განათლებული“. 

ირაკლი სილაგაძე, ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეტალონის“ წამოწყებული ყველა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის წარმატებით აიტაცებს სასკოლო საზოგადოება. მოსალოდნელიც იყო ასეთი ეფექტური პროგრესი განეცადა Izrune.ge-ს. ჩვენმა სასკოლო საზოგადოებამ და განათლების სისტემამ საკმაოდ წარმატებულად აიტაცა. მე შემიძლია პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ცაგერის რესურსცენტრის ტერიტორიაზე, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, მაქსიმალურად არის ჩართული აღნიშნულ პროექტში. პორტალი მოსწავლეებს გონებრივი განვითარებაში უწყობს ხელს. ფაქტობრივად, Izrune.ge აერთიანებს მშობელსა და მასწავლებელს მომავალი თაობის წინაშე მათ აღზრდაში“.   

მანანა ჩიკვაიძე, ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ჩემი აზრით, Izrune.ge ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების დაახლოებისთვის. პირველ რიგში, ამ აზრით არის და მერე, რა თქმა უნდა, უკვე საგანმანათლებლო მიმართულებით. მომწონს ეს პროექტი და ნამდვილად ვურჩევდი მშობლებს რომ ჩაერთონ მასში და თავისი შვილების გვერდით იყვნენ“.

ნინო ჩიტაძე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: „ეს არის ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში უპრეცენდენტო პროექტი. პროექტი, რომელმაც გააერთიანა სკოლა, მოსწავლე და მშობელი, ამას ვცდილობთ ამდენი წელია საგანმანათლებლო სისტემაში და ასე მასშტაბურად და ასე ერთიანად ამ ინსტიტუტების გაერთიანება ვერ მოახერხა ვერავინ. ამ პროექტმა მოახერხა დააინტერესოს მშობელი, დააინტერესოს ბავშვი, რომ მისცეს მათ მოტივაცია. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, ეს არის ინვესტიცია, რომელიც გათვლილია გრძელვადიან შედეგზე. შედეგი, რომელიც ყოველდღიურ, ყოველთვიურ, ყოველწლიურ წარმატებაში დგება, ეს არის ძალიან დიდი სტიმული მოსწავლისთვის, რომ მან მიიღოს განათლება, მან დაინახოს საკუთარი განათლებით მიღებული შედეგები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, უღრმესი მადლობა პროექტის ავტორებს, მადლობა ბატონ გოჩას იმისთვის, რომ არის ასეთი დაუღალავი, ენერგიული და ახერხებს მთელი საგანმანათლებლო სისტემის მოტივირებასა და მობილიზებას“. 

მანანა ნადიბაიძე, ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:Izrune.ge არის გრანდიოზული შემოთავაზება სკოლებისა და ოჯახებისთვის. ჩვენთან, მაგალითად, ამით უკვე ძალიან დაინტერესებული არიან - ბავშვებს არეგისტრირებენ, მშობლები უსხედან გვერდზე, მაქსიმალური ჩართულობა გვაქვს. დიდი მოწონება დაიმსახურა ამ პროექტმა. დასაწყისისთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, თანდათანობით პროექტი ვითარდება, ახლდება, სიახლეებიც ბევრია და ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენს ახალგაზრდობას სჭირდება უფრო მეტი გამოწვევებისთვის და შემდგომ უფრო ხარისხიანი განათლების მიღებისთვის“.

მარინა ვეფხვაძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:Izrune.ge-ში ხარაგაულის ძალიან ბევრი სკოლაა ჩართული, პროექტი მოტივაციას უმაღლებს მშობელსაც, ბავშვები მშობელთან ერთად გადიან კურსს, მშობელი იგებს რამდენად არის მათი შვილი გათვითცნობიერებული ამა თუ იმ საგანში, ამა თუ იმ საკითხში. რაც შეეხება მოახლოებულ ახალ წელს, მინდა, წარმატებული წელი ვუსურვო მთელ საქართველოს, ყველას ვუსურვო განათლების ხარისხის გაუმჯობესება“.

მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს რესურსცენტრის უფროსი:Izrune.ge-ს პროექტში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან თითქმის ყველა სკოლა არის ჩართული. მშობლები ძალიან მოტივირებულნი და კმაყოფილები არიან. ტესტებით საკუთარი ბავშვების შემოწმების საშუალება აქვთ. თვითონ ჩვენმა რაიონმაც მიიღო მონაწილეობა საუკეთესო ტესტების დაპროექტებაში. ჩართულები იყვნენ მასწავლებლები ძალიან დიდი ენთუზიაზმით და საუკეთესო ხარისხის ტესტები იქნა მოწოდებული. Izrune.ge-ს ვუსურვებ უფრო მეტ გაფართოებას ყველა რაიონში. მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენც ხელი შევუწყოთ ამ პროექტის განვითარებას, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვანია, არა მარტო საქართველოს მასშტაბით. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ გოჩას, მთელ მის გუნდს და ყოველთვის ვიდგებით მის გვერდით“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
25 ნოემბერს „გორის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
გამარჯვებული მოსწავლე შემდგომში ხარაგაულს წარმოადგენს LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში
გორისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ მეორე ეტაპი 25 ნოემბერს გაიართება
იხილეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეორე ეტაპის მონაწილეთა სია ბმულზე
ინტელექტუალურ შეჯიბრში მუნიციპალიტეტის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ
სიახლეები
რა ინფორმაციას ხედავს კლასის დამრიგებელი ელექტრონულ ჟურნალში და რა მოვალეობები აკისრია მას
მასწავლებლების სქემა ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორებსა და ადმინისტრაციებზეც ვრცელდება
სამინისტრომ უკვე შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც მასწავლებელთა კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი ნაბიჯებია გაწერილი
მოსწავლეთა შეფასების 12 პუნქტი მასწავლებლებისთვის
მასწავლებლის ანაზღაურება იზრდება საჯარო სკოლის ბიუჯეტთან ერთად - პედაგოგის უფლებები და მოვალეობები
პიროვნება
„სკოლა ერთი დიდი ოჯახია. გუნდურობა, ურთიერთპატივისცემა, მშვიდი სასწავლო გარემო, ნაყოფიერი თავდაუზოგავი მუშაობა გვაძლევს ჩვენი შრომის შედეგს“
„არ შეიძლება, მასწავლებელი მოსწავლეებს შეეჯიბროს. მოსწავლე არის ბავშვი, მასწავლებელს კი აქვს მოვალეობა, აღზრდოს ის“
სკოლები
სკოლაში მოსწავლეებს, დამრიგებლებს, დირექტორის მოადგილე - მარი ჯანიაშვილსა და მუსიკის მასწავლებელ თამუნა თურმანიძეს მადლობას უხდიან
ჩემპიონებს სიგელები და სუვენირები, სკოლის ისტორიაში წარმატებული ფურცლის ჩაწერისთვის, გადაეცათ
პროექტის ფარგლებში, მასწავლებლები და მოსწავლეები თელავის ამერიკულ კუთხეს ეწვივნენ
საინტერესო
მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ წასვლამდე თავიანთი მაგიდა და სკამი მოაწესრიგონ
მასწავლებლების მოთმინების უნარი შესაშურია
რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ მოსწავლეებს თავი არ უნდა მოაბეზროთ ან უხერხულობა არ აგრძნობინოთ
სიახლეები
საზოგადოება