| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შუალედურ-ფინალურ კონკურსი მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება.
კონკურსში მონაწილეობას მიიღებს მეორე პერიოდის (2018 წლის სექტემბერი-დეკემბერი) 21 გამარჯვებული მოსწავლე იმ მუნიციპალიტეტებიდან, სადაც ამ პერიოდში ჩატარდა ჩემპიონატის ორივე ეტაპი (პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში და მეორე ეტაპი - პირველი ეტაპის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების მონაწილეობით კონკურსები თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე).
შუალედურ ფინალში გამარჯვებულ სამ მოსწავლეს გადაეცემა დიპლომები და ჯილდოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით - კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერები: პირველ ადგილზე გასულს - 1 000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილზე გასულს - 800-ლარიანი ვაუჩერი, მესამე ადგილზე გასულს - 500-ლარიანი ვაუჩერი.
კონკურსს დაესწრებიან საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საშემოდგომო სეზონის შუალედური კონკურსის მონაწილე გამარჯვებულები - „ეტალონი მოსწავლეები“ (ცაგერი, მესტია, სენაკი, დედოფლისწყარო, ქალაქი ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, თელავი, ლაგოდეხი, ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი, გურჯაანი, ზესტაფონი, ქუთაისი, ჩოხატაური, აბაშა, ხარაგაული, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი, ხონი) წარმომადგენლობითი დელეგაციები: საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები; სკოლის დირექტორები; პედაგოგები და მშობლები.
კონკურსის შემდეგ, 13:00 სთ-ზე გაიმართება „ეტალონის“ ინოვაციური პროექტის – izrune.ge-ს მიმდინარე განვითარების და მომავალი გეგმების წარდგენა, izrune.ge-ს ტექნიკურ ბაზაზე დაყრდნობით შექმნილი სამეცნიერო სიახლის - EGMU-ს (ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი) პრეზენტაცია.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი