| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯუგაანის სკოლაში პროექტ ''ეტალონის“ ღონისძიება ჩატარდა.
ინტელექტ-შეჯიბრი ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლის'' გამოსავლენად გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს პირველი ტურის შესარჩევი ეტაპი.
როგორც მოსწავლეები აღნიშნავენ, ეს დღე ძალიან ლამაზი იყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის. ღონისძიების წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი, თავისი ჩვეული ენერგიით ამხნევებდა მათ. დარბაზი აქტიურად გულშემატკივრობდა კონკურსის მონაწილეებს.
მოსწავლეების გასამხნევებლად საპატიო სტუმრები სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, სიღნაღის საკრებულოს თავჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი, სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი.
კონკურსში პირველ ადგილზე საქობოს სკოლის XI კლასის მოსწავლე გავიდა.
მოწვეულმა სტუმრებმა და გოჩა ტყეშელაშვილმა ჯუგაანის სკოლის დირექტორს, მარიამ ბოლაშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას