სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

რა რჩევებს აძლევს ''ხაშურის ეტალონი მოსწავლე'' მომავალ ''ეტალონელებს''
02-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ხაშურის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ხაშურის N1 სკოლაში ჩატარდა.      

ხაშურის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე, გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი კოტე ფრუიძე, ხაშურის N1 სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი, ხაშურის N1 სკოლის პედაგოგი მარინე რატიანი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ხაშურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს სურამის N4 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კიკნაძე დაეუფლა.

''ხაშურის ეტალონი მოსწავლე'' მომავალ ''ეტალონელებს რჩევებს აძლევს:

,,პირველ ადგილზე გასვლას ნამდვილად არ მოველოდი, ძალიან გამიხარდა. ბავშვებს ვურჩევდი, რომ დარწმუნებულები იყვნენ საკუთარ თავში და ყოველთვის ჰქონდეთ კარგის მოლოდინი. რაც შეეხება ,,ეტალონს’’ ძალიან ორგანიზებული და ხარისხიანი პროექტია, რომლის მთავარი ხიბლი მისი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილია.’’

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამეგობამ პირველ სამ ადგილზე გასულ მონაწილეს წიგნები გადასცა.

ხაშურის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი მადლობას უხდის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ,,ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს:

,,ხაშურში ჩატარებული ,,ეტალონის“ ღონისძიება ძალიან შთამბეჭდავი იყო. პროექტი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, რადგან ბავშვებს უკეთესად სწავლის სტიმულს აძლევს.  მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და ,,ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ პროექტს.’’

ხაშურის რესურსცენტრის უფროსი ზვიად გოგუაძე აღნიშნავს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის 32-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აქტიურად ჩაერთო ,,ეტალონში“:

,,პირადად მე, მედიაპროექტ ,,ეტალონთან’’ ვთანამშრომლობ დაახლოებით 4 წლის განმავლობაში. პროექტი და მისი  იდეების გენერირების არაჩვეულებრივი უნარების მატარებელი ხელმძღვანელი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი საქმით ადასტურებენ, რომ „ეტალონი“ არის  ნამდვილად ეროვნული პროექტი. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის აქტიური მხარდამჭერია და შესაბამისად, ქალაქ ხაშურის საგანმანთლებლო რესურსცენტრიც. ხაშურის მუნიციპალიტეტის 32-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში. ხაშურის N1 სკოლაში გამართულმა ინტელექტ-შეჯიბრმა, სადაც 82 მოსწავლე მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან გამორჩეული მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, გამოთქვამს მზაობას პროექტთან მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.’’

გამგეობის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის კოტე ფრუიძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ,,ეტალონს’’:

,,ღონისძიება ანშლაგით ჩატარდა. მოსწავლეებს ყოველთვის უხარიათ ამ პროექტში მონაწილეობა. სულმოუთქმელად ელიან ფინალს. ,,ეტალონი’’ ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ პროექტს.“

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის სპეციალისტი ნინო ლომსაძე აღნიშნავს, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტი წლებია ''ეტალონთან'' თანამშრომლობს:

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 32-ე სკოლა იყო ჩართული ღონისძიებაში, 82 მოსწავლე მონაწილეობდა. ჩვენი მუნიციპალიტეტი ,,ეტალონთან’’ წლებია თანამშროლობს. ამ პროექტში მონაწილეობით ბავშვები ძალიან დიდ გამოცდილებას იძენენ, რაც მათ მომავალში აუცილებლად წაადგებათ.’’

ხაშურის N1 სკოლის პედაგოგი მარინე რატიანი ,,ეტალონს“ დაწყების დღიდანვე აქტიურად გულშემატკივრობს:

,,მე ვესწრებოდი ეტალონის“ პირველ გადაცემას, რომელიც ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერით გავიდა დაახლოებით 11 წლის წინ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად ჩავერთეთ ამ საგანმანათლებლო პროექტში.’’

''ხაშურის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მარიამ კიკნაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

,,ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ,,ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებისთვის პირველი საანბანო გაკვეთილი საზეიმოდ წარიმართა

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

„​პატარა ხელებით დიდი საქმე გააკეთეს - მიწას ნერგები აჩუქეს, სამყაროს კი - კიდევ უფრო მეტი სიყვარული“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება