სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''ქალაქ გორის ეტალონ მოსწავლეს'' და მის დამრიგებელს ქალაქის მერიამ სიურპრიზი მოუწყო
01-02-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ''ეტალონი'' გრძელდება.

ამჯერად ''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გორის N3 სკოლაში ჩატარდა.      

ქალაქ გორის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   

ღონისძიებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი, გორის N3 სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი, ქალაქ გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე, ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამარჯვებული გამოვლინდა.

''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს N2 სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძე დაეუფლა.

''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლე'' გიორგი გიორგაძე იმედოვნებს, რომ ფინალში გორს ღირსეულად წარმოაჩენს:

"ძალიან გამიხარდა, გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. იმედი მაქვს, რომ გორს ფინალში  ღირსეულად წარმოვაჩენ. მომავალ ეტალონელებს ვურჩევ, რომ ენდონ საკუთარ ცოდნას, ინტიუციას და საჭიროების შემთხვევაში გარისკონ.''

გამარჯვებული და მისი დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში ქალაქის მერიისგან ყოველთვე 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.

ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი მადლობას უხდის ''ეტალონის'' შემოქმედებით ჯგუფს:

''შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში ''ეტალონზე'' უკეთესი პროექტი ბავშვთა და მოზარდთა ინტელექტის გასაღრმავებლად, არ არსებობს. მუნიციპალიტეტი ყველანაირად მხარს უჭერს ჩვენს ახალგაზრდებს განვითარებაში, მოხარულები ვართ, რომ ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობენ. რაც შეეხება ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, მე მას ვთვლი მეგობრად. ის არამარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს მეგობარია. პროექტი იმითაც არის კარგი, რომ ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, კომპლექსებისგან თავისუფლდებიან, სხვა მოსწავლეებსაც აძლევენ სტიმულს, რომ იყვნენ ბეჯითები, განათლებულები და ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით წინ წაწიონ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ''ეტალონს'' და მინდა ვუსურვო მეტი წინსვლა და განვითარება.''

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი აღნიშნავს, რომ მერია ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ''ეტალონს'':

''მუნიციპალიტეტის ნომერ პირველი მოვალეობა ახალგაზრდობის განათლებაზე ზრუნვაა. ''ეტალონი'' სწორედ ამ საქმეს ემსახურება. მერია ყოველთვის მზად არის საგანმანათლებლო პროექტებს მხარი დაუჭიროს და განსაკუთრებულად ''ეტალონს''. ახალგაზრდების განათლების კუთხით რიგით პირველი სწორედ ეს პროექტია.''

გორის N3 სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილის თქმით, ''ეტალონი'' ძალიან პროდუქტიული პროექტია:

''არაერთხელ აღვნიშნე, რომ ''ეტალონი'' უმნიშვნელოვანესი პროექტია. ქვეყნის განვითარების ფრონტალური ხაზი განათლებაა. განათლების ფრონტის წინა ხაზი  სწორედ ამ პროექტზე გადის, ბატონო გოჩა კი ამ ფრონტის წინა ხაზზე დგას. რამდენიმე წლის წინ ჩვენი სკოლის მოსწავლე, სანდრო მიქელაშვილი იყო ''ეტალონის'' ერთერთი პირველი გამარჯვებული რეგიონული მასშტაბით. ამ ფაქტმა ძალიან დიდი მოტივაცია გაუჩინა სხვა ბავშვებსაც. ასე რომ, ვფიქრობ, ბავშვების სამომავლო მოტივაციისთვის აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული.''

''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი გიორგი გიორგაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

,,ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ,,ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.    


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება