სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მჯერა, საქართველოს ეტალონი მოსწავლის ტიტულს ლაგოდეხელი მოსწავლე მოიპოვებს“– „ეტალონის“ კიდევ ერთი ფინალისტის ვინაობა ცნობილია
23-11-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ლაგოდეხის კინოთეატრის დარბაზში, პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

ღონისძიებას ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, რესურსცენტრის უფროსი მანანა ჩიკვაიძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, საუკეთესო შედეგების მქონე 9 მონაწილე სასურველი საექსკურსიო ტურით დასაჩუქრდება.

ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა პროექტს სრული გვერდში დგომა აღუთქვა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, „ეტალონი“ მომავალი თაობის პროექტია და დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ბედნიერი მომავლის შექმნაში:

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ამ უნიკალური და ძალიან კარგი პროექტისათვის. ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, მხარი დავუჭირეთ ამ პროექტის გაგრძელებას სატელევიზიო ეთერში. ვიმედოვნებ, მომავალში ეს ასეც იქნება... დღეს ლაგოდეხში ერთ-ერთი წარმატებული დღე შედგა ბაშვებისთვის. ჩატარდა ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება. ცხადია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის ჩართულობით. ჩვენ გვერდში დავუდგებით „ეტალონს“ მომავალშიც, რადგან ეს არის ბავშვების პროექტი, განათლებული თაობა კი განვითარებული ქვეყნის შექმნის გარანტია“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა „ეტალონის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტი ძალიან დიდ როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებისთვის:

„ინტელექტუალური ჩემპიონატი „ეტალონი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. რადგან განათლება, საქმე, რომელსაც ის ემსახურება ამდენი წელია, არის პრიორიტეტული მიმართულება ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, რადგან განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ძლიერი მომავალი“.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, კახა ჯამბურიამ „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა იმედი, რომ პროექტი დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს:

„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ბატონ გოჩას და შემოქმედებით გუნდს. „ეტალონი“ მომავლის საქმეს ემსახურება. ჩემპიონატი ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში ტარდება და სამომავლოდ ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს სატელევიზიო სივრცეს. საზოგადოება უნდა იცნობდეს იმ პატარა ახალგაზრდებს, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს „ეტალონ მოსწავლეს“ და ვიმედოვნებ, ფინალზე ის მოიპოვებს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ სტატუსს.“

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა ჩიკვაიძემ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მონაწილეებს წარმატება მიულოცა:

„ეტალონი“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობის განვითარებისათვის. ემოციური პროექტია, რომელშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან. დღევანდელი დღეც სწორედ ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო. მიღწეულ წარმატებას ვულოცავ საპრიზო ადგილის მფლობელებს და ყველა მონაწილეს“.

„ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ კართუბანის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე მარიამ ხაჩიძე გახდა. მან ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში 83 ქულით მოიპოვა „ეტალონის“ ფინალში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასპარეზობის უფლება. მარიამ ხაჩიძისთვის გამარჯვებულის სტატუსის სახელი ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო:

„ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელი ჩემი წარმატება ძალიან მოულოდნელი იყო და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ. ძალიან მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია ამ პროექტში და ვემზადებოდი ჩემპიონატისთვის. მიჭირს საუბარი, ძალიან გახარებული ვარ“.

„ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ დამრიგებლისთვის, თეა აღდგომელაძისთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა მისი მოსწავლის წარმატება. ჩემპიონატის ფინალს ცრემლებით შეხვდა და Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ძალიან ბედნიერია, რადგან „ეტალონ მოსწავლეს“ სწორედ თავად ურჩია ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება:

„მარიამი ძალიან კარგი გოგონაა, ყოჩაღი და მოწადინებული. დღევანდელი დღე ძალიან იღბლიანი და წარმატებული აღმოჩნდა მისთვის. ძალიან ნერვიულობდა და მიხარია, რომ მე თითქმის დავაძალე მიეღო მონაწილეობა. ჩვენი ბავშვები ყოველთვის დიდი მონდომებით ემზადებიან ჩემპიონატებისთვის და განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის ბავშვმა მოიპოვა უფლება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი „ეტალონის“ ფინალში წარადგინოს".

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება