სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

სიღნაღის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
16-11-2018
-
+


20 ნოემბერს სიღნაღში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ლალი წულაიამ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმართა მოსწავლეებს

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება