სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდემდე ექნებათ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირებს პრიორიტეტული ჩამონათვალის შეცვლის უფლება - იხილეთ ბრძანება
12-11-2018
-
+


აპლიკანტთა მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურის რეიტინგული ჩამონათვალის შეცვლის ან ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ვადები განისაზღვრა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბრძანებით, აპლიკანტებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველადი საფეხურის რეიტინგული ჩამონათვალის ან ახალი პროგრამის დამატება 2018 წლის 13 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

საბოლოო პასუხები თუ რომელ პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხნენ აპლიკანტები ცნობილი 25 ნოემბრამდე გახდება. ტესტირების შედეგების გასაცნობად, პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს, ხოლო ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ ტესტირების შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge.

Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა. ტესტირებაზე წელს 10 850 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე 8 000-მდეაპლიკანტი გამოცხადდა, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი 5 853-ია.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება