| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, დმანისში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა.
ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.
მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა პირებმა გაასწორეს. ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს.
შესარჩევ ტურთან დაკავშირებით Etaloni.ge დმანისის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის სპეციალისტს ეკატერინე ოქრიაშვილს გაესაუბრა. მისი თქმით, მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ ინტელექტ-შეჯიბრით:
„მე თავიდან ბოლომდე ვადევნე თვალი ‘’ეტალონის’’ შესარჩევ ტურს. ბავშვები ძალიან მშვიდ გარემოში წერდნენ ტესტირებას. არანაირი გართულება არ მოჰყოლია შესარჩევ ტურს. მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ თავად ტესტებით. შედეგები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. მოსწავლეებმა საკუთარი თავის წარმოსაჩენად ყველაფერი გააკეთეს.“
დმანისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბელა ტატუაშვილი აღნიშნავს, რომ ტესტირების დროს მოსწავლეების დონეების მიხედვით განაწილება ძალიან მნიშვნელოვანია:
„ტესტირება მიმდინარეობდა ნორმალურად. ჩვენი მოსწავლეებისთვის ეს არის ძალიან კარგი, ძალიან გვიხარია, რომ მოსწავლეები ჩაერთვნენ ამ კონკურსში. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების დროს დონეების მიხედვით იყვნენ მოსწავლეები განაწილებულები.“
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას