სიახლეები
ყველაზე პოპულარული
კონკურსი

„ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ - კონკურსის შედეგები
30-10-2018
-
+


საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ერთობლივი კონკურსის შედეგები ცნობილია.  

ნარკვევების კონკურსში თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ გამარჯვებულები გახდნენ:

✓ ია ფანგანი - მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლა  
✓ ანი თუთისანი  - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლაითურის საჯარო სკოლა 
✓ ბექა ბერუაშვილი - თბილისის  N32 საჯარო სკოლა  
✓ სოფიკო კურტანიძე - ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლა 
✓ ბექა ირომაშვილი - კერძო სკოლა „რუსთველი“ 
 
ჟიურის რჩეულები კი გახდნენ:

✓ ლიზი მახათაძე - კერძო სკოლა „ანაბასისი“ 
✓ მარიამ ცუხიშვილი - თბილისის N106 საჯარო სკოლა 
✓ ელენე მიქანაძე - თბილსისი  N24 საჯარო სკოლა 
 
ლიტვის ელჩის ბატონი გიედრიუს პუოჯუნასის ეგიდით, კონკურსის შედეგების გამოცხადების და სპეციალური დიპლომების გადაცემის ცერემონია ლიტვის საელჩოში გაიმართება.  
 
შეგახსენებთ,  რომ კონკურსი ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ. მოსწავლეებს უნდა გამოეგზავნათ ნარკვევი თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“.     
 
კონკურსი მიზნად ისახავდა ლიეტუვის ევროპული გამოცდილების პოპულარიზებას და მასზე მსჯელობის წახალისებას, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული მაგალითების მოძიების და საქართველოსთვის ამ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობებზე დისკუსიის წინ წამოწევას ლიეტუვას, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითზე. 
 
„ეტალონის“ გუნდი მადლობას უხდის კონკურსის თითოეულ მონაწილეს საინტერესო ნარკვევის მოწოდებისათვის. აქტიურად ადევნეთ თვალი Etaloni.ge-ს, სადაც მომავალშიც უამრავ საინტერესო პროექტს შემოგთავაზებთ. 

ასევე იხილეთ:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება