| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება.
ობიექტი ამჟამინდელი მდგომარეობით, გავრცელებულია 2,5 ჰექტარზე, თუმცა არქეოლოგიური შესწავლის შემდეგ არ არის გამორიცხული, მისი ფართობის ცვლილება, დანგრეულია მიწისპირზე და ამჟამად მხოლოდ კონტურები იკითხება.
ესაა ალიზის ნაგებობებით დაგეგმარებული კომპლექსი.
ალიზის კედლების სისქე 1-1.2 მეტრს შორის მერყეობს.
ნაგებობათაგან ნაწილი წრიულია, ნაწილი კი მართკუთხა.
ალიზის კედლებს ეტყობათ ძლიერი ხანძრის კვალი.
ზედაპირული დაზვერვით დაფიქსირებულ მასალას თიხის ბათქაშები, წითელი საღებავით მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები და სალესი ქვები შეადგენს.
აღმოსავლეთით, მის მომიჯნავედ, 115 მ დიამტერისა და დაახლოებით 20მ სიმაღლის ყორღანია.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 2017 წელს დაგეგმილი აქვს კომპლექსის კვლევის დაწყება, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო წამყვანი არქეოლოგიური ინსტიტუციები.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას