სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს იქნება დიდი საჩუქარი“ - ახმეტაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა
16-10-2018
-
+


დღეს, ახმეტის რესურსცენტრში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი და ახმეტის სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ. 

„ეს იქნება დიდი საჩუქარი ახმეტისთვის“ – ეს სიტყვები ახმეტის რესურსცენტრის უფროსს ეკუთვნის. შეხვედრამ ძალიან დიდი ინტერესით ჩაიარა, მასწავლებლებმა განსაკუთრებული მხარში დგომა გამოუცხადეს ახალ, ინოვაციურ პროექტს. მათი თქმით ნებისმიერ ახალგაზრდას სჭირდება ზოგადი განათლება და Izrune.ge სწორედ ამაში დაეხმარებათ, რომ მათ საბაზისო განათლება ჰქონდეთ.

მათი თქმით, მხოლოდ მასწავლებელს არ დასჭირდება იმაზე საუბარი, რომ სწავლა აუცილებელია, რადგან Izrune.ge-ს საშუალებით, ბავშვთან ერთად მშობელიც ჩაბმულია საგანმანათლებლო პროცესში.

დირექტორებმა აღნიშნეს, რომ სწორედ Izrune.ge-ს საშუალებით ისწავლის ახალი თაობა ინტერნეტის სწორად გამოყენებას. 

ღონისძიებაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები გადაეცათ...

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება