სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩვენ გვჭირდება „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში“ - მოგონებები თბილისის N32 საჯარო სკოლიდან
16-10-2018
-
+


თბილისის N32 საჯარო სკოლაში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-სა და პროექტის ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობისას სკოლის წარმატებულმა სასწავლო ნაწილმა, ლაშა კილაძემ სახალხო, საგანმანათლებლო პროექტების განუზომელ მნიშვნელობაზე ისაუბრა, „ეტალონის“ სატელევიზიო სივრცეში დაბრუნება ისურვა და საინტერესო ისტორიაც გაიხსენა:

„წლების წინ მედიაპროექტ „ეტალონის“ ერთ-ერთი გადაცემა საკრებულოს დეპუტატების სკოლებს მიეძღვნა, სადაც წარმატებულ მოსწავლეებს მათი სკოლები უნდა წარედგინათ. მაშინ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორი ვიყავი და ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომელმაც ჩვენი სკოლა დაამთავრა, მოსწავლის შერჩევა მთხოვა. ღია წესით წარმატებული მოსწავალე ნინო გრძელიშვილი შეირჩა და მასთან ერთად წავედი გადაცემის ჩაწერაზე. განსაკუთრებულ შეხვედრებზე სკოლის წარწერებიანი მაისურების ტარება ჩვეულებად გვქონდა ქცეული და „ეტალონზეც“ არ დავარღვიეთ ეს ტრადიცია. ამ დღეს განსაკუთრებული ის იყო, რომ სკოლის წარდგენისას ნინომ წამყვანს საჩუქრად მაისური გადასცა ჩვენი სკოლის ნომრით. როგორ მახსოვს გოჩა ტყეშელაშვილის სიტყვები: რა საჩუქარი არ მიმიღია, მაგრამ ასეთი არაო, როგორი კრეატიული სკოლა ხართო. მაშინ მთელმა საქართველომ შეიტყო ჩვენზე, მნიშვნელოვანი გზა იყო სკოლის წარმოჩენისთვის. თანაც, ნინომ მეორე ადგილი მოიპოვა და მასზე უფროს პირველადგილოსანს სულ რამდენიმე წამით ჩამორჩა. სხვათაშორის, დღეს ის ძალიან წარმატებული მოდელია, ჭკვიანი მოდელი“.

ლაშა კილაძის თქმით, ეს ისტორია განსაკუთრებით ტკბილ მოგონებად დარჩა, „ეტალონი“ კი -  დიდ დანაკლისად, რადგან სატელევიზიო სივრცეს მოსწავლეზე ორიენტირებული, შემეცნებითი, მამოტივირებელი და სახალხო პროექტი ჩამოშორდა.

„მოსწავლეებს მომავალი წარმატებისთვის შემეცნებითი და მამოტივირებელი პროეტები სჭირდებათ. ჩვენ გვჭირდება „ეტალონი“ სატელევიზიო სივრცეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინოვაციური პორტალი Izrune.ge, რომელიც ოჯახის, ბავშვის, სკოლისა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანებით თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეფექტურად აღმოფხვრის“.

მისი თქმით, თბილისის N32 საჯარო სკოლაში Izrune.ge დიდი ინტერესით სარგებლობს და დირექცია, დამრიგებლები და მშობლები პროექტის ირგვლივ აქტიურად თანამშრომლობენ:

„ჩვენი სკოლა „ეტალონისა“ და Izrune.ge-ს საგანმანათლებლო წამოწყებას გვერდში დაუდგება და პირველობისთვის არაფერს დაიშურებს“, - დასძინა ლაშა კილაძემ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება