სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მაკოტო აზუმა - იაპონელი ყვავილების არტისტის საოცარი სამყარო
09-10-2018
-
+


თითოეული ხელოვანი ცდილობს, რომ თავისი სახელი ამქვეყნად დატოვოს. ზოგი ამას სიცოცხლეშივე ახერხებს, ზოგის სახელს კი მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ ვიგებთ. ამ დროთა ჭიდილში კი არსებობენ ადამიანები, რომლებიც ნამუშევრებს ქმნიან არა მსოფლიოსთვის, არამედ საკუთარი თავისთვის... მიუხედავად ამისა, მათი შემოქმედება შეუმჩნეველი მაინც არ რჩება. 

მაკოტო აზუმა იაპონელი ხელოვანი, ყვავილების არტისტი და ბოტანიკური სკულპტორია. მისი, როგორც ხელოვანის კარიერა 2002 წლიდან იწყება, როცა მან ყვავილების მაღაზია „JARDINS des FLEURS“ გახსნა. 2005 წელს აზუმამ ფლორისტიკის ახალი ფორმების შესწავლა გადაწყვიტა, რომელსაც შემდგომ ბოტანიკური სკულპტურა ეწოდა. 

სწორედ ესაა ის საქმე, რითაც ახლა ყველაზე მეტადაა დაკავებული იაპონელი ხელოვანი. ის წლების მანძილზე ეძებდა სიახლეებს, შეესწავლა მცენარეების სილამაზე და ცდილობდა თვალსაწიერის გაფართოებას, რათა ფლორის ეს შესანიშნავი ნიმუშები სხვადასხვა ფორმებში გადმოეცა. 

2014 წელს მაკოტო აზუმა პროექტში „Exbiotanica“ მონაწილეობდა. პროექტი ბლექ-როქის უდაბნოში, ნევადაში ჩატარდა. აზუმას ორი ნამუშევარი - მეტალის ჩარჩოში ჩასმული 50 წლის ფიჭვი და ყვავილები, ჰელიუმის ბუშტების გამოყენებით, სტრატოსფეროში გაუშვეს. პროექტის ორგანიზატორებმა ფოტოგადაღებაზეც იზრუნეს და შემოგვინახეს ფოტოები, თუ როგორ „დაცურავენ“ მცენარეები დედამიწის თავზე. 

2015 წელს აზუმამ საოცარი პროექტი განახორციელა Ice Flowers-ის სახით. მან ულამაზესი ყვავილებისგან შემდგარი კომპოზიციები ყინულის უზარმაზარ კუბებში მოათავსა. გამოფენა გაყინული ყვავილების 16 კომპოზიციას მოიცავდა, რომელიც ძველი საწყობის შენობაში იყო განლაგებული. ყვავილების ღეროები, ფურცლები და ფოთლები ნელ-ნელა თავისუფლდებოდა ყინულისგან და ახალი სოცოცხლე ეძლეოდა. ეს ულამაზესი სანახაობა იყო, მაგრამ ყინულის დნობასთან ერთად ყვავილებიც ნელ-ნელა კარგავდნენ პირვანდელ სახეს და ბოლოს, მხოლოდ დამჭკნარი ყვავილები და წყლის გუბეებიღა დარჩა შთამბეჭდავი გამოფენისგან. 

იაპონელებს საოცარი სამყაროს შექმნა შეუძლიათ, მაკოტო აზუმას ყვავილები კი ამ სამყაროს ყველაზე ლამაზ და შთამბეჭდავ ნაწილს წარმოადგენენ. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს შეეხება - პროგრამა ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან იწყება 

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

მოსწავლეები ასევე შეუერთდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას

ბალღოჯიანის საჯარო სკოლა თამარ კირიაკოვს გულითადად ულოცავს ამ მნიშვნელოვან აღიარებას
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება