სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ყველაზე მამოტივირებელი და მომავლისთვის აუცილებელი“ - Izrune.ge მესტიაშია
05-10-2018
-
+


დღეს, მესტიის N2 საჯარო სკოლაში Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.  შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი, რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ნიგურიანი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები დაესწრნენ.

დამსწრე აუდიტორიის შეფასებით Izrune.ge საგანმანათლებლო სიახლეებს უწყობს ფეხს და ინოვაციური მიდგომებით შემეცნებითი და სახალისო ტესტებით ოჯახს, ბავშვს, სკოლასა და სახელმწიფოს ერთი მიზნით აერთიანებს. 

პრეზენტაციაზე საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლები და წარმატებული დირექტორები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

რესურსცენტრის თქმით, შეიქმნა დამრიგელებთა კლუბი, რომელშიც მესტიის ყველა სკოლიდან თითო წარმომადგენელია გაერთიანებული და ისინი აქტიურად და წარმატებით იმუშავებენ ზოგადად განათლების გაუმჯობესებასა და Izrune.ge-ს ყველასათვის ხელმისაწვდომობისთვის.

მერის განცხადებით, Izrune.ge განათლების მომავალია და ინივაციური პორტალი მესტიისა და სრულიად საქართველოს განათლების ირგვლივ გაერთიანებას შეძლებს

მესტიის მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე არიან Izrune.ge-ს აქტიური წევრები და მათ საგანმანათლებლო პორტალისგან მადლობის წერილები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს

შეხვედრაზე განათლებისა და წინსვლის სურვილი კიდევ ერთმა უპრეცენდენტო ინიციატივამ გააღვივა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემა.

წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება