სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ყვარლის სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
27-09-2018
-
+


3 ოქტომბერს ყვარლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული ყვარლის  მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ყვარლის  მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები 18 ოქტომბრის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „ყვარლის  ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

 შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება